სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას/რეალიზაციისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთების უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1-1/364
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 07/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2020
ძალაში შესვლის თარიღი 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 040110030.22.024.016672
1-1/364
07/09/2020
ვებგვერდი, 08/09/2020
040110030.22.024.016672
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას/რეალიზაციისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთების უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას/რეალიზაციისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთების უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/364

2020 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას/რეალიზაციისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთების უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 31 მუხლის მე-2 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-8 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 10/06/2020, 040110030.05.001.019859) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:  

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №1);

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას/რეალიზაციისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №2);

გ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთების უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №3).

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 07 ივლისის №1-1/280 ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 8 სექტემბრიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა

დანართი №1

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება

20-- წლის ......, საქართველო

ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ – გამყიდველი) წარმოდგენილი ................................... (პ/ნ .......................) სახით, მოქმედი ........................................................................ უფლებამოსილების საფუძველზე და ფარგლებში, და მეორე მხრივ, ......... (ს/კ / პ/ნ ......................) (შემდგომ – მყიდველი), წარმოდგენილი .............. მიერ, მოქმედი ............... საფუძველზე, შემდეგში თითოეული წოდებული, როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად, როგორც „მხარეები“,

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების, „.............................................................................................“ და აუქციონში გამარჯვების დადასტურების №........................ საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდეგომ – ხელშეკრულება) შემდეგზე:

მუხლი 1. დეფინიციები

ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

აუქციონის დასრულების თარიღი – ...... წლის .... ...., როცა მყიდველმა გაიმარჯვა ბრძანების საფუძველზე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში.

ქონება – .................... (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...........).

საპრივატიზებო თანხა – ............. (სიტყვიერად) … , რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისა და გამყიდველის ანაზღაურებისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

რეესტრი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი

გამყიდველი  გადასცემს, ხოლო მყიდველი საკუთრებაში იღებს ქონებას ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდის პირობით.

მუხლი 3. საპრივატიზებო თანხა და მისი გადახდის წესი

3.1. მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს საპრივატიზებო თანხა ................ ოდენობით, აუქციონის დასრულების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

3.2. საპრივატიზებო თანხის გადახდა მყიდველის მიერ განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით (უცხოური ვალუტის შემთხვევაში საპრივატიზებო თანხის გადახდა მყიდველის მიერ განხორციელდება გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად) შესაბამისი თანხის გამყიდველის მიერ მითითებულ შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით:

სალარე ანგარიში

ანგარიშის დასახელება (მიმღები): ....

ანგარიშის ნომერი: №......   ანგარიშის ვალუტა: .....

მიმღები ბანკი: .....

3.3. საპრივატიზებო თანხა გადახდილად ჩაითვლება მისი გამყიდველის ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.

3.4. მყიდველის მიერ გადახდილი ბე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბოლოო ანგარიშსწორებისას ჩაითვლება საპრივატიზებო თანხის ნაწილად, ხოლო მყიდველის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საპრივატიზებო თანხის გადახდის შემდეგ უბრუნდება მყიდველს.

მუხლი 4. მხარეთა ვალდებულებები

მყიდველი ვალდებულია დაფაროს ქონებაზე საკუთრების უფლების და საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საპრივატიზებო თანხა უკვე გადახდილია) რეესტრში რეგისტრაციის, აგრეთვე, ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯ(ებ)ი.

მუხლი 5. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები 

5.1. მყიდველს ქონებაზე საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების და საკუთრების უფლების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ამასთან, ქონებაზე საკუთრების უფლება მყიდველს გადაეცემა საპრივატიზებო თანხის გადახდის პირობით.

5.2. ქონებაზე საკუთრების უფლებასთან ერთად რეესტრში რეგისტრირდება საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საპრივატიზებო თანხა უკვე გადახდილია).

5.3. მყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდამდე არ აქვს უფლება, ქონება გაასხვისოს ან გასცეს სარგებლობის უფლებით.

5.4. საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება შესრულებულად ითვლება გადახდის ვებგვერდზე (www.eauction.ge) ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან.

მუხლი 6. მხარეთა პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტა

6.1. აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, თუ მყიდველი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის საპრივატიზებო თანხას. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯ(ებ)ი.

6.2. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რეესტრში უქმდება ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ქონება რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებად.

6.3. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

მუხლი 7. ფორსმაჟორი  

7.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით. ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორსმაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და შესაბამის მხარეს არ შეეძლო მისი წინასწარ განჭვრეტა ან/და თავიდან აცილება და რომლის დადგომაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის. ხელშეკრულების მიზნებისათვის ფორსმაჟორული გარემოება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მოვლენით.

7.2. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორსმაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია, აცნობოს მეორე მხარეს ასეთი გარემოების ან მოვლენის როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ მოვლენებზე და გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. ასეთ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ფორსმაჟორული მოვლენის ან გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე. ასეთ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ასევე ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.

7.3. ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიდება ფორსმაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.

7.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორსმაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.

7.5. ფორსმაჟორული გარემოებების 3 (სამი) თვეზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან, განიხილონ ხელშეკრულების შეწყვეტის  საკითხი.

მუხლი 8. შეტყობინებები

ხელშეკრულების მიზნებისათვის მხარეთა რეკვიზიტებია: 

8.1. გამყიდველის შემთხვევაში:

იურიდიული მისამართი:...

ტელ:....

8.2. მყიდველის შემთხვევაში:

იურიდიული მისამართი:...

ტელ:....

მუხლი 9. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

9.1. ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9.2. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს საერთო სასამართლოები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.         

მუხლი 10.  სხვა დებულებები

10.1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება ამ ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.       

10.2. ხელშეკრულების ყველა ცვლილება/დამატება ან/და დანართი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მისთვის დაცული უნდა იყოს იგივე ფორმა, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებისთვის.

10.3. სათაურები ხელშეკრულებაში მოცემულია მითითების გაადვილების მიზნით და არ იქონიებს ზემოქმედებას რაიმე სახით მოცემული პირობების ინტერპრეტაციაზე.   

10.4. ხელშეკრულება გაფორმებულია ქართულ ენაზე 3 (სამი) ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა მხარეებს და რეესტრს.

10.5. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისა და რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

          გამყიდველი                                                                                             მყიდველი

დანართი №2

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას/რეალიზაციისას ნასყიდობის ხელშეკრულება

№  

   20..... წლის ......, საქართველო

ერთი მხრივ, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ – გამყიდველი) წარმოდგენილი ....... (პ/№..........) სახით, და მეორე მხრივ, 202-- წლის --- (შემდგომში – აუქციონის დასრულების თარიღი) №---  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ----- (ს/კ / პ/№---) (შემდგომ – მყიდველი), წარმოდგენილი ----- მიერ, შემდეგში თითოეული წოდებული, როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად, როგორც „მხარეები“,

„სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდეგომ – ხელშეკრულება) შემდეგზე:

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

1.1. გამყიდველი გადასცემს, ხოლო მყიდველი საკუთრებაში იღებს ------ (შემდგომში – ქონება).

1.2. მყიდველის მიერ გადახდილია საპრივატიზებო თანხა/სარეალიზაციო საფასური ------- ოდენობით.

1.3. მყიდველი ადასტურებს, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან მფლობელობაში მიიღო ქონება, რომლის აღწერაც მოცემულია ხელშეკრულების დანართში და მყიდველი მას ეთანხმება.

მუხლი 2.  სხვა დებულებები

2.1. ხელშეკრულება გაფორმებულია ქართულ ენაზე 2 (ორი) ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა მხარეებს.

2.2 მყიდველი ვალდებულია, რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენის შემთხვევაში, დაარეგისტრიროს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლება და დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.

2.3. ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს საერთო სასამართლოები.

2.4 ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.

             გამყიდველი:                                                                                           მყიდველი:

დანართი №3

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთების უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება

20-- წლის ......, საქართველო

ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ – გამყიდველი) წარმოდგენილი ....... (პ/ნ ..........) სახით, მოქმედი .................................................................................. უფლებამოსილების საფუძველზე და ფარგლებში, და მეორე მხრივ, ......... (ს/კ / პ/ნ ......................) (შემდგომ – მყიდველი), წარმოდგენილი .............. მიერ, მოქმედი ............... საფუძველზე, შემდეგში თითოეული წოდებული, როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად, როგორც „მხარეები“,

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების, „.............................................................................................................“ და აუქციონში გამარჯვების დადასტურების №........................ საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდეგომ – ხელშეკრულება) შემდეგზე:

მუხლი 1. დეფინიციები

ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

აუქციონის დასრულების თარიღი – ...... წლის .... ...., როცა მყიდველმა გაიმარჯვა ბრძანების საფუძველზე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში.

უძრავი ქონება – .................... (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...........).

მოძრავი ქონება – (მოძრავი ნივთის აღწერილობა).

ქონება – უძრავი ქონება და მოძრავი ქონება.

საპრივატიზებო თანხა – ............. (სიტყვიერად) … , რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისა და გამყიდველის ანაზღაურებისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საჯარო რეესტრი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი

გამყიდველი  გადასცემს, ხოლო მყიდველი საკუთრებაში იღებს ქონებას.

მუხლი 3. საპრივატიზებო თანხა და მისი გადახდის წესი

3.1. მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს საპრივატიზებო თანხა ................ ოდენობით,  აუქციონის დასრულების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

3.2. საპრივატიზებო თანხის გადახდა მყიდველის მიერ განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით (უცხოური ვალუტის შემთხვევაში საპრივატიზებო თანხის გადახდა მყიდველის მიერ განხორციელდება გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად) შესაბამისი თანხის გამყიდველის მიერ მითითებულ შემდეგ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით:

სალარე ანგარიში

ანგარიშის დასახელება (მიმღები): ....

ანგარიშის ნომერი: №......   ანგარიშის ვალუტა: .....

მიმღები ბანკი: .....

3.3. საპრივატიზებო თანხა გადახდილად ჩაითვლება მისი გამყიდველის ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.

3.4. მყიდველის მიერ გადახდილი ბე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბოლოო ანგარიშსწორებისას ჩაითვლება საპრივატიზებო თანხის ნაწილად, ხოლო მყიდველის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საპრივატიზებო თანხის გადახდის შემდეგ უბრუნდება მყიდველს.

მუხლი 4. მხარეთა ვალდებულებები

მყიდველი ვალდებულია, დაფაროს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების და საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საპრივატიზებო თანხა უკვე გადახდილია) ასევე, რეგისტრაციას დაქვემდებარებულ მოძრავ ქონებაზე, საკუთრების უფლების შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის, აგრეთვე, ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯ(ებ)ი.

მუხლი 5. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები

5.1. მყიდველს მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმებისა და საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების შესრულების 5.4. მუხლის შესაბამისად დადასტურების მომენტიდან.

5.2. მყიდველს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება გადაეცემა საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ამასთან, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მყიდველს გადაეცემა საპრივატიზებო თანხის გადახდის პირობით და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებასთან ერთად, საჯარო რეესტრში რეგისტრირდება საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საპრივატიზებო თანხა უკვე გადახდილია).

5.3. მყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდამდე არ აქვს უფლება, უძრავი ქონება გაასხვისოს ან გასცეს სარგებლობის უფლებით.

5.4. საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება შესრულებულად ითვლება გადახდის ვებგვერდზე (www.eauction.ge) ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან.

მუხლი 6. მხარეთა პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტა

6.1. აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, თუ მყიდველი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხდის საპრივატიზებო თანხას. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო თანხა და ქონებაზე გაწეული დანახარჯ(ებ)ი.

6.2. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრში უქმდება უძრავ ქონებაზე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და უძრავი ქონება რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებად.

6.3. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

მუხლი 7. ფორსმაჟორი

7.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით. ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორსმაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და შესაბამის მხარეს არ შეეძლო მისი წინასწარ განჭვრეტა ან/და თავიდან აცილება და რომლის დადგომაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის. ხელშეკრულების მიზნებისათვის ფორსმაჟორული გარემოება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი) ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მოვლენით.

7.2. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორსმაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ასეთი გარემოების ან მოვლენის როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ მოვლენებზე და გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. ასეთ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ფორსმაჟორული მოვლენის ან გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე. ასეთ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ასევე ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.     

7.3. ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიდება ფორსმაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.      

7.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორსმაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.         

7.5. ფორსმაჟორული გარემოებების 3 (სამი) თვეზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან, განიხილონ ხელშეკრულების შეწყვეტის  საკითხი.

მუხლი 8. შეტყობინებები

ხელშეკრულების მიზნებისათვის მხარეთა რეკვიზიტებია: 

8.1. გამყიდველის შემთხვევაში:

იურიდიული მისამართი:...

ტელ:....

8.2. მყიდველის შემთხვევაში:

იურიდიული მისამართი:...

ტელ:....

მუხლი 9. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

9.1. ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9.2. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს საერთო სასამართლოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  

მუხლი 10. სხვა დებულებები

10.1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება ამ ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.       

10.2. ხელშეკრულების ყველა ცვლილება/დამატება ან/და დანართი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მისთვის დაცული უნდა იყოს იგივე ფორმა, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებისთვის.

10.3. სათაურები ხელშეკრულებაში მოცემულია მითითების გაადვილების მიზნით და არ იქონიებს ზემოქმედებას რაიმე სახით მოცემული პირობების ინტერპრეტაციაზე.   

10.4. ხელშეკრულება გაფორმებულია ქართულ ენაზე 3 (სამი) ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა მხარეებს და შესაბამის რეესტრს.

10.5. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

               გამყიდველი:                                                                                                   მყიდველი: