„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 560
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 280000000.10.003.022280
560
07/09/2020
ვებგვერდი, 08/09/2020
280000000.10.003.022280
„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №560

2020 წლის 7 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 04/04/2020, 280000000.10.003.021932) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების 71 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იურიდიულმა პირებმა, კანონმდებლობის (მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების) მოთხოვნათა შესაბამისად,  2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით, საკუთარი პასუხისმგებლობით, უზრუნველყონ  ამ დადგენილების საფუძველზე მათ მიერ წარდგენილი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას დაქვემდებარებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლების სიების კორექტირება (ასეთი არსებობის შემთხვევაში),  სამინისტროში წარდგენა და შესაბამის ხელშეკრულებაში ცვლილების გაფორმება  არაუგვიანეს 2020 წლის 15 სექტემბრისა.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია