დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 555 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 04/09/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022275 |
|
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“):
1. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) სამედიცინო მომსახურების მიწოდება უზრუნველყოს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის სისტემის ფუნქციონირების კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დაცვით.“. 2. 23-ე მუხლის 41-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. განმახორციელებელი ვალდებულია, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების კომპეტენტური ორგანოს მიერ შემოწმებისას გამოვლენილი №1 დანართის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევის შესახებ დასკვნის გათვალისწინებით, ამავე ორგანოსაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებს შეუჩეროს მიმწოდებლის სტატუსი არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები