„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 554
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022274
554
04/09/2020
ვებგვერდი, 04/09/2020
300160070.10.003.022274
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №554

2020 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/12/2017, 300160070.10.003.020230) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების  შესახებ“  ტექნიკური  რეგლამენტის:

1. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) „სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრი“ (შემდგომში – ინსპექტირების ცენტრი) – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც აკრედიტებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ და ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების ინსპექტირებას საქართველოს კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად;“;

ა.დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) დამხმარე სამუხრუჭე სისტემა – სამუხრუჭო სისტემა, განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად და მის გასაჩერებლად მუშა სამუხრუჭო სისტემის მწყობრიდან გამოსვლისას;“;

ა.ე) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ვ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება – (შემდგომში ასევე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება) ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული პერიოდულობით დგინდება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემცველობა;“;

ბ) პირველ პუნქტს „რ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ და „რ2“  ქვეპუნქტები:

„რ1) ინსპექტირება – (შემდგომში ასევე – ტექნიკური ინსპექტირება) სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ან განმეორებითი ინსპექტირება;

2) განმეორებითი ინსპექტირება – ინსპექტირება, რომელიც ტარდება ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის 241 პუნქტით გათვალისწინებული კომპონენტების ვიზუალური შემოწმებისა და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოვლენილი და ინსპექტირების ანგარიშში აღნიშნული ამ რეგლამენტის დანართ №1-ით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზის შემოწმების მიზნით, გარდა ამ რეგლამენტის   მე-5 მუხლის 242 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

გ) პირველი პუნქტის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) სატრანსპორტო საშუალების კატეგორია – სატრანსპორტო საშუალებების დაყოფა კატეგორიებად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის“ შესაბამისად;

უ) სატრანსპორტო საშუალების ხილვადობის მარკირება – შუქამრეკლი მარკირების მასალის ზოლები, რომელთა დანიშნულებაა სატრანსპორტო საშუალების გაბარიტების მითითება გვერდიდან და უკანა მხრიდან (უკანა მარკირება);“.

2. მე-5 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ორგანიზაციისა და ჩატარების წესი“;

ბ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ინსპექტირების ცენტრების პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.“;

გ) მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დამოუკიდებლად განსაზღვრავს ინსპექტირების გავლის დროს ამ რეგლამენტით ან “ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების ფარგლებში;“.

3. მე-5 მუხლს მე-15 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:

„151. განმეორებითი ინსპექტირების ჩატარების მიზნით, იმავე ინსპექტირების ცენტრში, სადაც ჩატარდა წინარე ინსპექტირება, სატრანსპორტო საშუალების წარმდგენს არ მოეთხოვება ამ მუხლის მე-15 პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა.“.

4. მე-5 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ინსპექტირების ცენტრი უარს ამბობს ინსპექტირების ჩატარებაზე შემდეგ შემთხვევებში:

ა) ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალება არ ექვემდებარება ინსპექტირებას;

ბ) ამ მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი, ან დოკუმენტებში მითითებული მონაცემები არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალებას, გარდა ამ რეგლამენტის დანართ №1-ის 0.3. (გ) გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) სხვა ობიექტური გარემოების გამო, რაც შეუძლებელს ხდის სატრანსპორტო საშუალების მიმართ ინსპექტირების ჩატარებას.“.

5. მე-5 მუხლს მე-16 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:

„161. ამ რეგლამენტის დანართ №1-ის მე-10 გრაფით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის გამო ინსპექტირების განხორციელების შეუძლებლობისას, ინსპექტირების ცენტრს უფლება აქვს, უარი თქვას ინსპექტირების შემდგომ გაგრძელებაზე. ამ შემთხვევაში, ინსპექტირების ცენტრის მიერ ივსება ინსპექტირების ანგარიში და შენიშვნის გრაფაში მიეთითება ინსპექტირების განხორციელების შეუძლებლობის მიზეზი.“.

6. მე-5 მუხლის:

ა) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. ინსპექტირების ცენტრს არ აქვს უფლება, უარი უთხრას სატრანსპორტო საშუალების წარმდგენს ინსპექტირების ჩატარებაზე, გარდა ამ მუხლის მე-16 და 161 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-19 და 191 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. თუ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა ამ რეგლამენტის დანართ №1-ში აღნიშნული მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზი, ინსპექტირება არ ჩაითვლება დადებითად გავლილად და სატრანსპორტო საშუალების წარმდგენს გადაეცემა ინსპექტირების ანგარიში ხარვეზების მითითებით.

191. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ამ რეგლამენტის დანართ №1-ის 6.1.2 გრაფით გათვალისწინებული ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის სატრანსპორტო საშუალებას განმეორებით ინსპექტირებაზე სრულად უნდა ჩაუტარდეს გამონაბოლქვის კომპონენტის ინსპექტირება. ამ შემთხვევაში, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას, არ მოითხოვება გამონაბოლქვის კომპონენტის დადგენა.“;

გ) 22-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) 23-ე და 24-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. სატრანსპორტო საშუალების განმეორებით ინსპექტირებაზე წარდგენა უნდა მოხდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს ხარვეზ(ებ)ის გამოვლენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადაში განმეორებითი ინსპექტირების განუხორციელებლობის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მიმართ უნდა ჩატარდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.

24. სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირებისას ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ ვიზუალური და ინსპექტირების ანგარიშში აღნიშნული იმ პოზიციების შემოწმება, რომლებიც არ აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება იმავე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა წინარე ინსპექტირება, თავისუფლდება მომსახურების საფასურისაგან.“.

7. მე-5 მუხლს 241 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 242 პუნქტი:

„242. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ამ რეგლამენტის დანართ №1-ის მე-10 გრაფით გათვალისწინებული ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება განმეორებით ინსპექტირებაზე უნდა შემოწმდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ ყველა კომპონენტზე.“.

8. მე-5 მუხლის:

ა) 25-ე, 26-ე, 27-ე და 271 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. თუ განმეორებითი ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ინსპექტირების ანგარიშში მითითებული ამ რეგლამენტის დანართ №1-ით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზი არ არის აღმოფხვრილი, ან თუ განმეორებითი ინსპექტირებისას ვიზუალური შემოწმების შედეგად გამოვლინდა ისეთი ხარვეზი, რომელიც არ არის მითითებული ინსპექტირების ანგარიშში, ინსპექტირების ცენტრის მიერ ივსება ინსპექტირების ანგარიში განმეორებითი ინსპექტირების შედეგების მითითებით. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებაზე წარმდგენი იღებს გაფრთხილებას კანონის წინაშე პასუხისმგებლობის შესახებ გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის შემთხვევაში. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შემდგომი ინსპექტირება ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სახით.

26. თუ ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა ამ რეგლამენტის დანართ №1-ში აღნიშნული სახიფათო ხარვეზი, ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ მიუთითოს ინსპექტირების ანგარიშის „შენიშვნის“ გრაფაში. ასეთი ჩანაწერის არსებობა კრძალავს სატრანსპორტო საშუალების საერთო სარგებლობის გზებზე მოძრაობას.

27. თუ ინსპექტირების შედეგად არ გამოვლინდა ხარვეზ(ებ)ი ან სახეზეა მხოლოდ უმნიშვნელო ხარვეზ(ებ)ი, მიიჩნევა, რომ სატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება დადებითად გაიარა და სატრანსპორტო საშუალების წარმდგენს გადაეცემა ინსპექტირების ანგარიში, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების თარიღიდან მომდევნო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების საბოლოო ვადის მითითებით. უმნიშვნელო ხარვეზ(ებ)ის აღმოჩენის შემთხვევაში, ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, აღნიშნული ხარვეზ(ებ)ის შესახებ მიუთითოს ინსპექტირების ანგარიშის „შენიშვნის“ გრაფაში.

271. ინსპექტირების ანგარიშის „შენიშვნის“ გრაფაში მითითებული უმნიშვნელო ხარვეზი მიჩნეულ იქნება მნიშვნელოვან ხარვეზად, თუ მისი აღმოფხვრა არ მოხდება შემდგომი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განხორციელებამდე.“;

ბ) 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება უნდა მოიცავდეს მინიმუმ ქვემოთ ჩამოთვლილ ელემენტებს:

ა)       სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; (0)

ბ)      სამუხრუჭო აღჭურვილობა;  (1)

გ)      საჭით მართვის სისტემა; (2)

დ)     ხილვადობა; (3)

ე)       ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; (4)

ვ)       ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; (5)

ზ)      შასი და მისი შემადგენლები; (6)

თ)     სხვა მოწყობილობები; (7)

ი)      უარყოფითი ზემოქმედება; (8)

კ)       დამატებითი ტესტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის. (9).“.

 

9. მე-6 მუხლს მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. დასაშვებია ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე წერტილოვანი დაზიანებ(ებ)ის არსებობა, სადაც წერტილოვანი დაზიანებ(ებ)ის დიამეტრი არ აღემატება 5 მილიმეტრს.“.

 

10. მე-8 მუხლის:

ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, M1 და N1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის სავალდებულო არ არის ამ რეგლამენტის დანართ №1-ის 7.2, 7.3, 7.4 და 8.1.1 გრაფებით გათვალისწინებული დებულებები.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც გაიარეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2020 წლის პირველი აპრილიდან და ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირდა საჭის მდებარეობა, ვერ გაივლიან შემდგომ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას მისი მდებარეობის შემდგომი ცვლილების შემთხვევაში.“.

11. დანართ №1-ის:

ა) 1.19 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.1.19.

ცვეთამედეგი სამუხრუჭო სისტემა (თუ დამონტაჟებულია).

ვიზუალური შემოწმება.

(ა.ა)

არასაიმედო შეერთებები ან გასართები.

X

 

 

(ა.ბ)

იმ შემთხვევაში, თუ მის ფუნქციონირებაზე ხორციელდება უარყოფითი გავლენა.

 

X

 

(ბ)

ცვეთამედეგი სამუხრუჭო სისტემა აშკარად დეფექტურია.

 

X

 

.“;

ბ) 3.2. გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„3.2.

მინების მდგომარეობა.

ვიზუალური შემოწმება.

(ა)

ბზარ(ებ)ის ან/და ლაქ(ებ)ის არსებობა (საქარე მინის მინამწმენდის მოქმედების არეალში).

 

X

 

(ბ)

საქარე მინის მინამწმენდის მოქმედების არეალის ფარგლებში ხილვადობაზე მნიშვნელოვნად შეზღუდვა.

   

X

(გ)

გვერდითი ან უკანა მინა გატეხილია ან არ არის წარმოდგენილი

 

X

 

.“;

გ) 3.4. და 3.5. გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„3.4.

მინის საწმენდები.

ვიზუალური შემოწმება და შემოწმება მუშა მდგომარეობაში.

(ა)

საწმენდები არ მუშაობს ან არ არის წარმოდგენილი.

 

X

 

(ბ.ა)

მინამწმენდი ჯაგრისი დეფექტურია.

X

 

 

(ბ.ბ)

მინამწმენდი ჯაგრისი არ არის წარმოდგენილი ან მნიშვნელოვნად დეფექტურია.

 

X

 

(ბ.გ)

საქარე მინის მინასაწმენდის ჯაგრისის სველ მინაზე გადაადგილების სიხშირე მაქსიმალური სიჩქარის რეჟიმში ნაკლებია 35 ორმაგი სვლისა წუთში.

 

X

 

3.5.

მინის მრეცხები.

ვიზუალური შემოწმება და შემოწმება მუშა მდგომარეობაში.

(ა)

მინამრეცხები არ მუშაობს ჯეროვნად (სითხის არ ქონა, თუმცა ტუმბო მუშაობს ან წყლის გამასხურებელი არ არის სათანადოდ დარეგულირებული).

X

 

 

 

 

(ბ)

მინამრეცხები არ მუშაობს.

 

X

 

(გ)

მინამრეცხი არ არის წარმოდგენილი.

 

X

 

.“;

დ) 4.5.3. გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„4.5.3.

ნათების ფერი.

ვიზუალური შემოწმება და შემოწმება მუშა მდგომარეობაში.

 

 

 

არ არის წარმოდგენილი თეთრი ან ყვითელი ტონალობის ფერი (Unece. Reg. 48).

 

X

 

.“;

ე) 4.6.1. გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.6.1.

მდგომარეობა და მოქმედება.

ვიზუალური შემოწმება და შემოწმება მუშა მდგომარეობაში.

(ა.ა)

დეფექტური სინათლის წყარო.

X

   

(ა.ბ)

სინათლის წყარო არ მუშაობს

 

X

 

(ა.გ)

სინათლის წყარო არ არის წარმოდგენილი თეთრი ტონალობის ფერით.

 

X

 

(ბ.ა)

უმნიშვნელოდ დეფექტური საბნეველა (გამოყოფილ სინათლეზე არავითარი ზეგავლენა).

X

   

(ბ.ბ)

გაუმართავი საბნეველა (გამოყოფილ სინათლეზე ზეგავლენა).

 

X

 

(ბ.გ)

არ არის წარმოდგენილი საბნეველა.

 

X

 

.“;

ვ) 6.1.4. გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„6.1.4.

ბამპერები, გვერდითი და უკანა დამცავი მოწყობილობები.

ვიზუალური შემოწმება.

(ა)

არასაიმედოდ არის დამაგრებული (არსებობს ჩამოვარდნის საშიშროება).

 

X

 

(ბ)

გატეხილია ან გაბზარულია.

X

   

(გ)

არ არის წარმოდგენილი.

 

X

 

(დ)

წინა ან/და უკანა ბამპერის დეფორმაცია, როდესაც ბამპერის გამოშვერილი ნაწილების სიმრუდის რადიუსი 5 მმ-ზე ნაკლებია (გამონაკლისია დეტალები, რომლებიც არამეტალური ელასტიური მასალისგან არის დამზადებული).

 

X

 

(ე)

N2, N3, O3 და O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე (უნაგირა საწევარის გარდა) არ არის დაყენებული უკანა ან/და გვერდითი დამცავი მოწყობილობები (რაც გათვალისწინებულია ქარხანა დამამზადებლის მიერ).

 

 

X

 

(ვ)

გვერდითი დამცავი მოწყობილობა სცილდებოდა სატრანსპორტო საშუალების გაბარიტებს სიგანეში, მისი გარე ზედაპირი დაშორებულია სატრანსპორტო საშუალების გვერდითი გაბარიტისაგან 120 მმ-ზე მეტი მანძილით.

 

 

X

 

(ზ)

ბამპერის ცხაურა დაზიანებულია ან არ არის წარმოდგენილი.

X

 

 

.“;

ზ) 6.2.9. გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„6.2.9.

სხვა შიდა და გარე დამატებითი მოწყობილობები და აღჭურვილობა.

ვიზუალური შემოწმება.

(ა)

სხვა მოწყობილობებისა და აღჭურვილობის სამაგრები დეფექტურია.

 

X

 

(ბ)

მორგებული ნაწილები სავარაუდოდ გამოიწვევს ფიზიკურ დაზიანებას.

 

X

 

(გ.ა)

ჰიდრავლიკურ აღჭურვილობასთან დაკავშირებით აღინიშნება გაჟონვა.

X

 

 

(გ.ბ)

სახიფათო მასალების ჭარბი რაოდენობით დაღვრა.

 

X

 

(დ)

ძარაზე არსებული ცხაურა მნიშვნელოვნად დაზიანებულია ან არ არის წარმოდგენილი.

X

 

 

.“.

12. დანართ №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 გრაფა.

 

„10.

ინსპექტირების განხორციელების შეუძლებლობა

ვიზუალური შემოწმება.

(ა)

სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის გამო

 

X

 

(ბ)

სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის გამო ინსპექტირების პროცესმა ვერ მოიცვა ამ დანართით გათვალისწინებული იმ კომპონენტების შემოწმება, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც სახეზეა სახიფათო ხარვეზი.

 

 

X

.“.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია