„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 552
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022271
552
03/09/2020
ვებგვერდი, 04/09/2020
470230000.10.003.022271
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №552

2020 წლის 3 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) 21 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლ21. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-5 მუხლის მე-7, მე-8 და 81 პუნქტებით, მე-12 ან მე-13 მუხლებით ან/და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით დამტკიცებული „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-დან – 5 წლის (ჩათვლით) ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-5 მუხლის მე-4, მე-5 და 51 პუნქტებით, მე-12 ან მე-13 მუხლებით განსაზღვრული გარემოებების დადგომისას, როდესაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო) მიერ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდებისა და დაფინანსების გაგრძელებას, იმავე დადგენილებებით განსაზღვრული მოსარგებლეების მოცვა განხორციელდეს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათთვის ზემოთ მოყვანილი დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამით გათვალისწინებულ მოსარგებლე პირთათვის პროგრამით დადგენილი პირობების დამატებით ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების გაწევისა და ორმაგი დაზღვევის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი ოდენობის გაანგარიშების მიზნით, საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებს მიეცეთ წვდომა პროგრამით მოსარგებლე პირთა კატეგორიისა და სადაზღვევო კომპანიის (სადაც დაზღვეულია მოსარგებლე) შესახებ ინფორმაციაზე. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, უზრუნველყოფილ იქნეს სადაზღვევო კომპანიების წვდომა აღნიშნულ ინფორმაციაზე.

3. სამედიცინო დაწესებულებების მიერ გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების ეფექტიანად მართვის მიზნით, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულებების წვდომა მოსარგებლე პირების კატეგორიის, აგრეთვე, კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში − სადაზღვევო კომპანიის შესახებ ინფორმაციაზე.“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, მიაწოდოს განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების რიცხვი, თვე, წელი). ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოიყენოს ამ პროგრამის მიზნებისთვის;

ე) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, მიაწოდოს განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით ამ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში (ფილიალებში) დასაქმებული უფროსი აღმზრდელებისა და აღმზრდელების შესახებ (პირადი ნომრის მითითებით). ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ  გამოიყენოს ამ პროგრამის მიზნებისთვის;“;

გ.ბ) „ვ“  ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ან მისი მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, მიაწოდოს განახლებული მონაცემები (პირადი ნომრის მითითებით) წინა თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით შემდეგი კატეგორიის პირთა შესახებ (ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოიყენოს ამ პროგრამის მიზნებისთვის):“;

გ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, მიაწოდოს განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახების შესახებ (პირადი ნომრის მითითებით). ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოიყენოს ამ პროგრამის მიზნებისთვის;“; 

დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განმახორციელებლის მიერ ამ დადგენილებით გათვალისწინებული, მათ შორის, ზედამხედველობის ღონისძიებები, დაფინანსდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნობრივი სახსრებიდან და ამავე დადგენილების დანართ №1.6-ის პირველი პუნქტის შესაბამისად სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე შეტანილი თანხებიდან.“;

ე) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

მუხლი 51. სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს უფლება აქვს, ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად და შეუფერხებლად განსახორციელებლად ისარგებლოს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ელექტრონული სერვისებით/სისტემებით, მონაცემთა ბაზებით, ვებგვერდითა და სხვ.“.

2. დადგენილების №1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა)

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება

1. პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს:

ა) 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომ ტექსტსა და დანართებში  – განმახორციელებელი);

ბ) 2020 წლის 1 სექტემბრიდან:

ბ.ა) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ  ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი), გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა;

ბ.ბ) 1.8 დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განმახორციელებლებისათვის პროგრამის მართვის დამატებითი და ამ დადგენილებით გაუთვალისწინებელი პირობები შესაძლებელია, დადგინდეს სამინისტროს მიერ.“;

ბ) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ინსპექტირების დასრულების შემდგომ, შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებელსა და პროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან; მიღება-ჩაბარების აქტზე განმახორციელებელსა და მიმწოდებლის უფლებამოსილ წარმომადგენელთა ხელმოწერების ორმხრივად დაფიქსირებიდან არა უმეტეს 3 სამუშაო დღის ვადისა მონაცემები აქტის შესახებ შეიტანება/რეგისტრირდება შესაბამის რეესტრში;“;

გ) 23-ე მუხლის:

გ.ა)  27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„27. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ბენეფიციარის მიერ აღნიშნული დადგენილების პირობებით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, იგი კარგავს უფლებას, ისარგებლოს  ამ უკანასკნელი დადგენილებითა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული პროგრამით, ასევე შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართ №1.3-ით განსაზღვრული პირობებით – უარის თქმის მომდევნო თვიდან ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს საქართველოს მთავრობის №218 დადგენილებით დამტკიცებული ვაუჩერის პირობების მე-13 მუხლით განსაზღვრული გარემოებების (პროგრამის შეწყვეტა) დადგომის თარიღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, პირი ვალდებულია, განცხადებით მიმართოს განმახორციელებელს. ამ შემთხვევაში, პირი 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართ №1.3-ის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის უფლებას მოიპოვებს განცხადებით მიმართვის შემდეგი თვის პირველი რიცხვიდან, თუ პირი განეკუთვნება დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ  ბენეფიციართა კატეგორიას.“;

გ.ბ) 52-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ყველა დაწესებულება, რომელსაც აქვს სურვილი, 2020 წლის 1 მაისიდან მიიღოს მონაწილეობა პროგრამის გეგმური ამბულატორიის კომპონენტში, ვალდებულია, 2020 წლის 1 თებერვლამდე განმახორციელებელთან წარადგინოს ინფორმაცია სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციალური კითხვარის შესაბამისად;“.

3. №1.8 დანართის (პროგრამით გათვალისწინებული კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგია/რითმოლოგიის მომსახურება და შემთხვევის ღირებულებები) მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ერთ/ორკამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის და რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის შესყიდვა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად; 

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდული საქონელი გადაეცემა განმახორციელებელს, რომელიც ამ საქონელს მიმწოდებელს უსასყიდლოდ გადასცემს. შესყიდული საქონელი არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის ნუსხა, სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადაცემისა და განაწილების წესი მტკიცდება კომპეტენციების შესაბამისად სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს/სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სამინისტროსთან შეთანხმებით;“.

4. №1.9 დანართის (მედიკამენტებით უზრუნველყოფა):

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფას, განმახორციელებლის  შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, შემდეგი ჯგუფების მიხედვით:“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფას, განმახორციელებლის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად.“;

ბ) მე-7 – მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხა, ფასის დადგენის წესი, ბენეფიციარების რეგისტრაციის წესი და პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტი, ასევე მიმწოდებლების ანგარიშგებისა და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წესი მტკიცდება განმახორციელებლის  შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით.

8. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია, მის ბალანსზე რიცხული,  შესაბამისი წლების „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ცენტრალიზებულად შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტი, სამინისტროსთან შეთანხმებით,  გადასცეს ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების მიმწოდებელ ფარმაცევტულ კომპანიებს/აფთიაქებს, შემდგომში მათი ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-2 მუხლის 3​​​​6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებზე მოხმარების მიზნით.

9. ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-2 მუხლის 3​​​​6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებზე პროგრამის ფარგლებში გასცეს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გადაცემული პროდუქტი ან სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გადაცემული ფარმაცევტული პროდუქტი ჩაანაცვლოს განსხვავებული სერიული ნომრის მქონე ანალოგიური სავაჭრო დასახელების მედიკამენტით.

10.  ამ დანართის მე-9 პუნქტის ფარგლებში მიმწოდებლების მიერ შესრულებული სამუშაო არ ანაზღაურდება ამავე დანართის მე-8 პუნქტის შესაბამისად მომსახურების მიმწოდებლებზე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გადაცემული ფარმაცევტული პროდუქტის ოდენობის პროდუქტის გახარჯვამდე. ამასთან, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის გახარჯვის შემდეგ ამავე დანართის ფარგლებში ბენეფიციარებზე გასაცემი შესაბამისი ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხა, ფასი, ასევე მიმწოდებლების ანგარიშგებისა და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წესი დამატებით განისაზღვრება ამავე დანართის მე-7 პუნქტის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია