„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 217
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017367
217
02/09/2020
ვებგვერდი, 03/09/2020
190040000.22.033.017367
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №217

2020 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში  (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ:

 1. დანართ №2-ში ბიუჯეტის განმკარგველის – 0979 – „სსიპ – ციფრული მმართველობის სააგენტოს“ შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ბიუჯეტის განმკარგველი:

 

„68

0980

სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“;

 

2. დანართ №3-ში  ბიუჯეტის შემოსულობის განმსაზღვრელი კოდის – 7338 – „სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის მომსახურების საფასურის“ შემდეგ დაემატოს ბიუჯეტის შემოსულობის განმსაზღვრელი  შემდეგი კოდი:

 

„სსიპ  ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოძრავი ქონების რეალიზაციისა და გაწეული მომსახურების საფასური

7339“.

 

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 8 სექტემბრიდან.


საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი