საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №9/2019 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 26/2020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 01/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016498
26/2020
01/09/2020
ვებგვერდი, 02/09/2020
010240000.15.008.016498
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №9/2019 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება  №26/2020

2020 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №9/2019 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის   მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №9/2019 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 21/03/2019, 010240000.15.008.016441) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, თან უნდა ერთოდეს მერობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატად კენჭისყრაზე.”.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე” ქვეპუნქტი:

„ე) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.”.

ბ) მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში, იმავე ან/და ნებისმიერი სხვა საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი