„ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 540
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.022262
540
27/08/2020
ვებგვერდი, 31/08/2020
010240010.10.003.022262
„ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №540

2020 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

„ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №245 დადგენილებაში (www.matsne.ge; 22/05/2017;  010240010.10.003.019953) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალით (ichange.gov.ge) სარგებლობის  წესისა და პირობების“:

1. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ელექტრონული პეტიციის განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად საჭიროა, ელექტრონულ პეტიციას მხარი დაუჭიროს არანაკლებ 5 000-მა (ხუთი ათასი) მომხმარებელმა. ელექტრონულმა პეტიციამ აღნიშნული რაოდენობის ხელმოწერები უნდა შეაგროვოს ინიციირებული ელექტრონული პეტიციის ichange-ის პორტალზე გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.  იმ შემთხვევაში, თუ პეტიცია მითითებული დროის განმავლობაში ვერ მოიპოვებს საჭირო რაოდენობის ხელმოწერებს, იგი მიიჩნევა ვადაგასულად, ichange-ის პორტალზე ის დაიხურება და შეუძლებელი გახდება ხელმოწერის დამატება.“.

2. მე-8 მუხლი:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობა ამ წესებისა და პირობების შესაბამისად წარმოდგენილ ელექტრონულ პეტიციას, რომელიც მისი ichange-ის პორტალზე  გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ხელმოწერილი იქნება არანაკლებ 5000 (ხუთი ათასი) მომხმარებლის მიერ, განიხილავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის მეშვეობით. ამავე კომისიის   ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ელექტრონული პეტიცია შეიძლება, განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.“;

ბ) მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიამ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის რეფორმებისა და ინოვაციების სამმართველოს ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერით, ელექტრონულ პეტიციაზე ოფიციალური წერილობითი პასუხი უნდა მოამზადოს და ელექტრონული პეტიციის პორტალზე გამოსაქვეყნებლად გადასცეს ichange-ის მოდერატორს ელექტრონული პეტიციის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ხელმოწერის შეგროვებიდან 3 თვის ვადაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია