დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 544 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/08/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.022260 |
|
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში – „აწარმოე საქართველოში“:
1. 32-ე მუხლში: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) სასტუმრო ინდუსტრია – საქმიანობა, რომელიც ამ პროგრამის შესაბამისად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, მის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში არსებულ ფართზე განთავსებულ სასტუმროში, ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიების გარდა, სასტუმროს ექსპლუატაციით, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით ან მის გარეშე. პროგრამის მიზნებისათვის უძრავი ნივთის დროებით სარგებლობა გულისხმობს პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოს სახელმწიფოსგან იჯარით/ქირით/აღნაგობის უფლებით მიღებული უძრავი ქონებით სარგებლობის უფლებას, რომელიც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით და წარმოშობილია არანაკლებ კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარზე სესხის/ლიზინგის საგნის გაცემიდან ბენეფიციარის მიერ პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე ვადით დადებული ხელშეკრულებით;“;“; ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) „ო1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო1) ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრია – საქმიანობა, რომელიც ამ პროგრამის შესაბამისად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, მის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში არსებულ ფართზე განთავსებულ სასტუმროში, დანართ №4-ით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სასტუმროს ექსპლუატაციით, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით ან მის გარეშე. პროგრამის მიზნებისათვის უძრავი ნივთის დროებით სარგებლობა გულისხმობს პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოს სახელმწიფოსგან იჯარით/ქირით/აღნაგობის უფლებით მიღებული უძრავი ქონებით სარგებლობის უფლებას, რომელიც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით და წარმოშობილია არანაკლებ კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარზე სესხის/ლიზინგის საგნის გაცემიდან ბენეფიციარის მიერ პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე ვადით დადებული ხელშეკრულებით;“;“; გ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი: „ფ) რესტრუქტურიზებული სესხი − „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კრედიტი;“.“; დ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი: „ქ) სალიზინგო პროექტის რესტრუქტურიზაცია - ლიზინგის გამცემსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით შეთანხმებული სალიზინგო საზღაურების (რომელიც მოიცავს, როგორც სააგენტოს თანადაფინანსებას, ასევე ბენეფიციარის თანამონაწილეობას) გადახდის გრაფიკის ცვლილება, რომელიც შესაძლოა, განხორციელდეს ლიზინგის მიმღებისთვის/ბენეფიციარისათვის შექმნილი ფინანსური სირთულეებიდან ან ლიზინგის დაფინანსების თანხის ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვის მიზეზით. ამ პროგრამის მიზნებისათვის ლიზინგის დაფინანსების თანხა არის ლიზინგის საგნის ღირებულება, ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის სარგებლობაში მიღებასთან დაკავშირებული კაპიტალიზირებადი დანახარჯების გათვალისწინებით, ლიზინგის მიმღების თანამონაწილეობის გარეშე.“;“; ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. ამ თავით დადგენილი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში დადგენილების დანართ №5-დან ამოღებულ იქნეს ტურისტული სერვისების (თემატური პარკები და სათავგადასავლო ტურიზმი) ინდუსტრიის გეოგრაფიული არეალი.“.
*საქმიანობის ფარგლებში დასაშვებია პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ისეთი სესხის აღება, რომლის მიზნობრიობაა კინოფილმების საწარმოებელი მოწყობილობების შეძენა იჯარით/ლიზინგით გაცემის მიზნით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები