„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 536
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.022256
536
27/08/2020
ვებგვერდი, 27/08/2020
280120000.10.003.022256
„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №536

2020 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 04/05/2020, 280120000.10.003.021998) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა) პირველი მუხლის 21 პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის კომპონენტის განხორციელებას, რომლის წესი და პირობები განისაზღვრება №3 დანართის შესაბამისად.“.

2. დადგენილებას დაემატოს თანდართული შინაარსის №3 დანართი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



„დანართი №3

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს სასწავლო მიზნებისათვის განკუთვნილ სოციალური დახმარების მიღების უფლების მქონე სუბიექტებს, დახმარების ადმინისტრირების პირობებს, დახმარების გაცემის ორგანიზაციულ ციკლსა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სოციალური დახმარება – ამ წესით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი გასაცემელი, რომელიც განკუთვნილია ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტისათვის სწავლის საფასურის დასაფინანსებლად;

ბ) სამინისტრ – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

გ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;

დ) მართვის სისტემა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;

ე) სტუდენტი – პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე;

ვ) სოციალურად დაუცველი სტუდენტი – სტუდენტი, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე.

მუხლი 2. სოციალური დახმარების ოდენობა, გაცემისა და უკან დაბრუნების პირობები

1. სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს ერთი სემესტრის სწავლის ღირებულებას, მაგრამ არა უმეტეს 1125 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი სწავლობს ერთზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, დაფინანსებას მოიპოვებს მხოლოდ ერთ პროგრამაზე, მისი არჩევანის შესაბამისად.

2. გასაცემი სოციალური დახმარების ოდენობა გაანგარიშდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სოციალური დახმარების ოდენობას გამოკლებული სახელმწიფოს მიერ გაცემული სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა ან სხვა სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში მოპოვებული საგრანტო/პროგრამული დაფინანსება.

3. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარება არ გამორიცხავს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღებას.

4. ამ პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა:

ა) 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით;

ბ) 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით.

5. ამ წესით გათვალისწინებული სოციალური დახმარების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

6. საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ჩარიცხული სოციალური დახმარება ექვემდებარება უკან დაბრუნებას:

ა) თუ სოციალურად დაუცველი სტუდენტი უარს განაცხადებს ასეთი სოციალური დახმარების მიღებაზე;

ბ) თუ საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული წესების შესაბამისად, სოციალური დახმარების გამოყენებას ვერ ახორციელებს მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულება;

გ) თუ დახმარების მიღების მიუხედავად, სტუდენტი ვერ ახერხებს სწავლის გაგრძელებას 2020- 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში; 

დ) თუ თანხა ზედმეტად ან არასწორად გაცემულია ტექნიკური ან დამუშავებისას დაშვებული შეცდომის გამო.

7.  საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გადასარიცხი თანხის გაანგარიშების, ასევე გადარიცხული თანხის (სოციალური დახმარების) უკან დაბრუნების წესი და პირობები რეგულირდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 3. სოციალური დახმარების ადმინისტრირება

1. ამ პროგრამით გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის სოციალური დახმარების ადმინისტრირებას კომპეტენციის შესაბამისად ახორციელებენ სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სააგენტო და მართვის სისტემა.

2. სოციალური დახმარების მისაღებად მართვის სისტემა სააგენტოს წარუდგენს სტუდენტთა მონაცემებს, რომელიც უზრუნველყოფს მიწოდებული სიის დადარებას „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან“ და სოციალურად დაუცველი სტუდენტების იდენტიფიცირებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სია უბრუნდება  მართვის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მიღებული მონაცემების დამუშავებას,  მისი კომპეტენციის ფარგლებში.   

4. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, საკუთარი პასუხისმგებლობით, უზრუნველყონ სტუდენტებისთვის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის, ასევე 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების შესახებ ინფორმაციის  წარდგენა,  მართვის სისტემის მოთხოვნის საფუძველზე. პასუხისმგებლობა წარდგენილ ინფორმაციაზე ეკისრებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. მართვის სისტემა უზრუნველყოფს ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გადარიცხული თანხების ოდენობების გათვალისწინებით, 2020 წლის 1 ნოემბრისა და 15 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტების გაანგარიშებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაანგარიშებას 2020 წლის 1 აპრილის მდგომარეობით გაცემული სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობებისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით.

6. სამინისტრო, მართვის სისტემიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ანგარიშსწორების განსახორციელებლად სააგენტოს აწვდის შემდეგ ინფორმაციას:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულებების დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ანგარიშის ნომერი;

გ) საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხი თანხის ოდენობა.

7. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მისთვის მიწოდებული მონაცემების სისწორის შემოწმება.

8. სოციალური დახმარების გაცემის მიზნით:

ა) სააგენტო:

ა.ა)  უფლებამოსილია, გამოიყენოს, როგორც მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უკვე არსებული/დამუშავებული მონაცემთა ბაზები/საინფორმაციო სისტემები, ასევე მიიღოს/დაამუშაოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ  წარმოებულ მონაცემთა ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემები;  

ა.ბ) ახორციელებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების იდენტიფიცირებას;

ა.გ) ახორციელებს სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარების გადარიცხვას მართვის სისტემის მიერ წარდგენილი მონაცემების შესაბამისად;

ბ) სამინისტრო, მართვის სისტემა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან, გამოიყენონ, როგორც მათი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უკვე არსებული/დამუშავებული მონაცემთა ბაზები/საინფორმაციო სისტემები, ასევე მიიღონ/დაამუშაონ სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ  წარმოებულ მონაცემთა ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემები;  

გ) სამინისტრო უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ი, სტუდენტების სტატუსის, ოდენობის გაანგარიშებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ამ პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების დაზუსტების მიზნით.

მუხლი 4. უარი სოციალურ დახმარებაზე

სოციალურად დაუცველი სტუდენტი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიღებაზე.

მუხლი 5. სხვა პირობები

1. ამ დანართით განსაზღვრული სოციალური დახმარება არ გაითვალისწინება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით განსაზღვრული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ადმინისტრირებისას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლისას/შეფასებისას და სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას.

2. სოციალურად დაუცველ სტუდენტს, რომელსაც ამ წესის საფუძველზე დაუფინანსდება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური, სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტის ან სხვა სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში მოპოვებული საგრანტო/პროგრამული დაფინანსება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩაეთვლება გამოყენებულად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ამ წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი აქტით განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის ეტაპები, ვადები და მასთან დაკავშირებული პროცედურები.“.