დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 512 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/08/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.022231 |
|
„შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2017, 010320050.10.003.019790) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-3 მუხლში: ა) „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა − სისტემა, რომლის მეშვეობითაც ბიუროს ელექტრონულად მიეწოდება ინფორმაცია ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემების შესახებ და რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგისათვის თანამდებობის პირების შემთხვევით შერჩევას; გ) შემთხვევითი შერჩევა – შერჩევის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შერჩევის თანაბარი ალბათობის პრინციპის საფუძველზე გამოვლინდება კონკრეტული რაოდენობის თანამდებობის პირები;“; „ვ) მონიტორინგი – ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული თანამდებობის პირების შერჩევისა და მათი დეკლარაციების შემოწმების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ერთობლიობა;“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) თანამდებობის პირი/დეკლარანტი − „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, აგრეთვე პირი, რომლის გათავისუფლების მომენტიდან არ გასულა ერთ წელზე მეტი;“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. მონიტორინგის დაწყების საფუძველი 1. დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების საფუძველია: ა) დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ თანამდებობის პირების შემთხვევითი შერჩევა; ბ) დასაბუთებული წერილობითი განცხადება; გ) დამოუკიდებელი კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით თანამდებობის პირების შერჩევა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შერჩეული თანამდებობის პირების რაოდენობა, წლიური მონიტორინგის ფარგლებში, თითოეული პუნქტის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%-ს. 3. მონიტორინგს ექვემდებარება იმ შერჩეული პირის დეკლარაცია, რომელიც შერჩევის მომენტისათვის წარმოადგენს თანამდებობის პირს ან მისი გათავისუფლების მომენტიდან არ გასულა ერთ წელზე მეტი.“. 3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თანამდებობის პირების შერჩევისა და მონიტორინგის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს საჯარო დაწესებულებისაგან, თანამდებობის პირისაგან შესაბამისი ინფორმაცია, მონიტორინგის მიზნებიდან გამომდინარე;“. 4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სრულად და დაუბრკოლებლად მიაწოდოს კომისიას მასთან დაცული ინფორმაცია, თანამდებობის პირების ობიექტური და რელევანტური შერჩევის მიზნით;“. 5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბიუროს უფროსი თანამდებობის პირების შერჩევისათვის ყოველწლიურად (გარდა ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), არაუგვიანეს 15 დეკემბრისა, 5 წევრის შემადგენლობით, რომელთაგან 3 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, ხოლო 2 აკადემიური წრეების, ქმნის კომისიას.“. 6. მე-10 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. კომისიის მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, მიმდინარე წლის განმავლობაში არ განხორციელდება კომისიის მიერ შესარჩევი თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგი.“. 7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. კომისიის მიერ თანამდებობის პირების შერჩევა 1. კომისია მონიტორინგისათვის თანამდებობის პირებს შეარჩევს ყოველი წლის 15 იანვრამდე. 2. კომისიის მიერ შერჩეული თანამდებობის პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%-ს, საიდანაც 1/2 შეირჩევა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებიდან, ხოლო 1/2 – განსაკუთრებული ფაქტორების: განსაკუთრებული კორუფციული რისკის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და განხორციელებული მონიტორინგით გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით და თითოეული შერჩეული დეკლარანტის შემთხვევაში − ზემოაღნიშნული ფაქტორების შესაბამისი დასაბუთებით, რომელიც აისახება სხდომის ოქმში. 3. თითოეული თანამდებობის პირის შერჩევას კომისია ახდენს სხდომაზე, ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ხმათა რაოდენობით. 4. კომისიის მიერ შერჩეული თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე – www.csb.gov.ge, კომისიის საქმიანობის ანგარიშის ბიუროსთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.“. 8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. კომისიის წევრთა შეუთანხმებლობა 1. კომისია ვალდებულია, თანამდებობის პირების შერჩევის უფლებამოსილება განახორციელოს საჯარო ინტერესის შესაბამისად და ამ ინსტრუქციით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით. 2. კომისიის წევრთა შორის იმგვარი შეუთანხმებლობისას, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ გადაწყვეტილების მიღებას ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თანამდებობის პირების შერჩევის შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება, რის შესახებაც ინფორმაცია აისახება კომისიის სხდომის ოქმსა და საქმიანობის ანგარიშში. 3. თუ კომისიის წევრთა შორის შეუძლებელია შეთანხმება თანამდებობის პირების შერჩევისას, ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში გამოვლინდებიან მხოლოდ ის თანამდებობის პირები, რომლებზეც კომისია მიაღწევს შეთანხმებას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას მიღწეული შეთანხმებისა და მისი შედეგის, ასევე შეუთანხმებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაცია აისახება კომისიის სხდომის ოქმსა და საქმიანობის ანგარიშში.“. 9. მე-13 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თანამდებობის პირების შემთხვევით შერჩევას უზრუნველყოფს დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემიდან, ბიუროს უფლებამოსილი პირების თანდასწრებით, რის შესახებაც შედგება ოქმი. 2. ყოველი წლის არაუგვიანეს 15 თებერვლისა ბიურო, დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოავლენს შესამოწმებელ თანამდებობის პირებს.“. „5. დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის დაწყებამდე, სისტემაში შეიყვანება კომისიის მიერ შერჩეული თანამდებობის პირების მონაცემები, რათა არ მოხდეს კომისიის მიერ შერჩეული თანამდებობის პირების ელექტრონული სისტემით ხელმეორედ შემთხვევით შერჩევა. 6. ამ მუხლით დადგენილი წესით შერჩეული თანამდებობის პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%-ს.“. 10. მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შემოწმებას ექვემდებარება შერჩეული თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი ბოლო დეკლარაცია, ხოლო დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაცული წინა დეკლარაციები გამოიყენება მასში ასახული მონაცემების ბოლო დეკლარირებულ მონაცემებთან შედარების მიზნით. 3. ბიუროს მიერ ადმინისტრაციული წარმოება იწყება ამ ინსტრუქციის მე-11-მე-13 მუხლებით გათვალისწინებული წესით გამოვლენილი თანამდებობის პირების მიერ წარდგენილი დეკლარაციების შემოწმების დაწყების თაობაზე ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით, ხოლო დასაბუთებული წერილობითი განცხადების შემთხვევაში − ბიუროს მიერ მისი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით რეგისტრაციის მომენტიდან.“. 11. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული ან/და არასწორი მონაცემების შეტანის ფაქტის გამოვლენის (გარდა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის 132 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), აგრეთვე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენისას.“. 12. მე-20 მუხლის 51 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი: „52. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ ბიურო გადაწყვეტილებას იღებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის 132 პუნქტის საფუძველზე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები