დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 595 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 10/08/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 170040000.22.027.017089 |
|
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით (სსმ III, №33, 31.03.2010, მუხ. 517) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 21 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს და გამგეობის წევრებს 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 -23 პუნქტები: „21. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა შედგება 9 წევრისაგან, მათ შორის, გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილისაგან. გამგეობის წევრებისგან, თითო წევრი წარმოდგენილი უნდა იყოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში მოქმედი ნოტარიუსებისგან, 3 წევრი – სხვა ტერიტორიულ ერთეულებში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) და 4 წევრი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედი ნოტარიუსებისგან. 22. თუ ამ მუხლის 21 პუნქტში მითითებული მუნიციპალიტეტიდან/მუნიციპალიტეტებიდან არ დასახელდება ან არ აირჩევა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრობის კანდიდატი/კანდიდატები, გამგეობის შესაბამისი წევრის/წევრების არჩევა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა მომდევნო საერთო კრებისთვის გადაიდება. 23. ამ მუხლის 21 პუნქტში მითითებულ მუნიციპალიტეტებში მოქმედი ნოტარიუსის მიერ სამუშაო ადგილის შეცვლის შემთხვევაში, მას შეუწყდება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრობა, თუ ამით ირღვევა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული რეგიონული წარმომადგენლობის პრინციპი. პირს ასევე შეუწყდება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრობა ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის შემთხვევაში, თუ მას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ არ გაუგრძელდება უფლებამოსილება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე ნოტარიუსის უფლებამოსილების „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში. გამგეობის ახალი წევრი აირჩევა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ მუხლის 21 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.“. 2. მე-12 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სანოტარო ბიუროს უნდა ჰქონდეს ფირნიში (აბრა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ლოგოს გამოსახულებით. სანოტარო ბიურო უნდა იყოს იზოლირებული და კაპიტალური. სანოტარო ბიურო უნდა ქმნიდეს სათანადო პირობებს მოქალაქეთა ჯეროვანი და კომფორტული მომსახურებისათვის, უზრუნველყოფდეს სანოტარო დოკუმენტების შენახვას და დაცვას, სანოტარო მოქმედებათა საიდუმლოების დაცვას, სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი სივრცის გამოყოფას მოქალაქეთა მისაღებისაგან. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიურო აღჭურვოს სანოტარო მოქმედებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით (კომპიუტერი, პრინტერი, სკანერი, სატელეფონი და ინტერნეტკავშირი, ვებკამერა, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა ტექნიკური საშუალებები).“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. სანოტარო ბიურო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) სანოტარო ბიურო ან მისი ნაწილი არ უნდა მდებარეობდეს ნულოვანი ნიშნულის ქვევით; ბ) სანოტარო ბიურო ან მისი ნაწილი არ უნდა მდებარეობდეს შენობაში, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის ვარგისად აღიარებული ექსპლუატაციაში მიღებისთვის, გარდა იმ შენობისა, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, არ ექვემდებარება ექსპლუატაციაში მიღებისთვის ვარგისად აღიარებას; გ) სანოტარო ბიუროს საერთო ფართობი, სველი წერტილის გარდა, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 მ2-ს, ხოლო ორი ნოტარიუსის საერთო ბიუროს შემთხვევაში - არანაკლებ 70 მ2-ს; დ) სანოტარო ბიუროში ერთდროულად ნოტარიუსის ორზე მეტი თანამშრომლის (თანაშემწე, თარჯიმანი ან სხვა) მუშაობის შემთხვევაში, სანოტარო ბიუროს საერთო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 მ2-ს; ე) მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცის ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 მ2-ს და უნდა ჰქონდეს შესაბამისი ფართობის ფანჯარა, ხოლო თუ მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცე იმავდროულად ნოტარიუსის თანაშემწის სამუშაო ოთახია, მისი ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მ2-ს ერთი თანაშემწის არსებობის შემთხვევაში, არანაკლებ 25 მ2-ს – ორი თანაშემწის არსებობის შემთხვევაში, ხოლო არანაკლებ 30 მ2-ს – სამი თანაშემწის არსებობის შემთხვევაში; ვ) ნოტარიუსის სამუშაო ოთახი არ უნდა იყოს ვინმესთან საზიარო, მას უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 მ2 ფართობის ფანჯარა, უნდა იყოს იზოლირებული თანაშემწის სამუშაო ოთახისა და მოქალაქეთა მისაღებისაგან და ამავდროულად უზრუნველყოფდეს სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვას; ზ) სანოტარო ბიუროში თარჯიმნის მუშაობის შემთხვევაში მისი ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 40 მ2-ს და თარჯიმანს უნდა ჰქონდეს ცალკე გამოყოფილი სამუშაო ოთახი; თ) მოქალაქისთვის განკუთვნილი ოთახის მოპირდაპირე კედლებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრისა; ი) სანოტარო ბიუროში მოსახვედრად მოქალაქეს არ უნდა სჭირდებოდეს რაიმე ტიპის ნებართვა, საშვი ან წინასწარი ჩაწერა სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი თანამშრომლის შუამავლობით ან კერძო ორგანიზაციის მიერ შექმნილი ისეთი ბარიერების გადალახვა, როგორიცაა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ შემოწმება, ტურნიკეტი, შლაგბაუმი, ე.წ. ბოდისკანერი და სხვ.; კ) სანოტარო ბიუროს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი გზით განიავების შესაძლებლობა, უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი სტანდარტების მიხედვით მოწყობილი წყლის უწყვეტი მიწოდების სისტემით და უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ მისი სველი წესით დალაგება იყოს შესაძლებელი; ლ) სანოტარო ბიუროში მუდმივად დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ორ ან ორზე მეტ ნოტარიუსს შეიძლება ჰქონდეს საერთო სანოტარო ბიურო. ნოტარიუსთა უფლებები და მოვალეობები საერთო სანოტარო ბიუროს მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. საერთო სანოტარო ბიუროში თითოეული ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს საკუთარი სახელით და ინდივიდუალურად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის. თითოეული ნოტარიუსის სამუშაო ოთახი ერთმანეთისაგან უნდა იყოს იზოლირებული იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სანოტარო მოქმედებათა საიდუმლოების დაცვა. საერთო სანოტარო ბიურო უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. საერთო სანოტარო ბიუროში ნოტარიუსებს უფლება აქვთ, ერთობლივად დაიქირაონ თანამშრომლები. საერთო სანოტარო ბიუროში დასაქმებული პირები ვალდებული არიან, საიდუმლოდ შეინახონ ცნობები, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.“; დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები: „8. გამონაკლის შემთხვევაში, შესაბამის მუნიციპალიტეტში/მუნიციპალიტეტის ნაწილში სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის ხარისხის გათვალისწინებით, ნოტარიუსის დასაბუთებული მიმართვისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ისეთი სანოტარო ბიუროს ფუნქციონირება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ ყველა პირობას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაცია ნოტარიუსს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც იგი ვალდებულია შესაბამისობაში მოიყვანოს სანოტარო ბიურო ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, ხარვეზების აღმოფხვრამდე, ნოტარიუსს არ აქვს უფლება განახორციელოს სანოტარო მომსახურება ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამო ბიუროში. 9. თუ სანატარო ბიურო ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რაც დადასტურებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შედგენილი შემოწმების აქტით, ნოტარიუსს ეძლევა გონივრული ვადა სანოტარო ბიუროს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ან სამუშაო ადგილად ამ მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი ახალი სანოტარო ბიუროს შესარჩევად, ისე, რომ არ დაირღვეს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 22 მუხლის მოთხოვნები. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, ხარვეზების აღმოფხვრამდე, ნოტარიუსს არ აქვს უფლება განახორციელოს სანოტარო მომსახურება ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამო ბიუროში.“. |
მუხლი 2 |
ის სანოტარო ბიუროები, რომელთა გახსნაზეც ამ ბრძანების ამოქმედებამდე, „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 და 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებების შესაბამისად, გაიცა ნებართვა და რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, უფლებამოსილნი არიან განაგრძონ ფუნქციონირება, მათ შორის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, იგივე პირობებით, რომლითაც შესაბამისი ნებართვა იქნა გაცემული. ნებართვა ძალას კარგავს იმ შემთხვევაში, თუ გაუარესებულია/აღარ არსებობს ის პირობები, რომლებიც ნებართვის გაცემის საფუძველს წარმოადგენდა.
|
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები