„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 134-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 08/08/2020
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240020.30.056.016090
134-უ.ს.რ.ს.
08/08/2020
ვებგვერდი, 12/08/2020
010240020.30.056.016090
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კ ა ნ ო ნ ი

 

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.    

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www.matsne.gov.ge) 29.06.2012, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010240020.30.056.016015) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განმეორებითი კენჭისყრა – კენჭისყრა, რომელიც განმეორებით იმართება იმ საარჩევნო უბანში (უბნებში), რომელშიც (რომლებშიც) ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგი;“;

დ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) არჩევნების (კენჭისყრის) დღე – საერთო ან ხელახალი არჩევნების ჩატარების დღე, ასევე განმეორებითი კენჭისყრის დღე;“;

ვ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ პარტიების რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით;“;

თ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საარჩევნო სუბიექტი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია;“;

კ) „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ლ) „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

მ) „შ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ნ) „ც“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ო) „ხ“ და „ჯ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;

ჯ) წინასაარჩევნო აგიტაცია – ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა;“;

 პ) „ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ5) სააგიტაციო მასალა – პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა, რომლებზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი;“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭო შედგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 21 დეპუტატისაგან.“.

3. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. უსკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრად, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს საჯარო მოსამსახურე (გარდა ამ კანონის   24-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა). მასზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ დადგენილი მოთხოვნები. უსკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრად, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად საჯარო მოსამსახურის დანიშვნის/არჩევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს შესაბამისი კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში დროებით უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მას კანონით დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად.“.

4. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უსკოს თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 5 წლით, გარდა ამ კანონით განსაზღვრული წესით პოლიტიკური გაერთიანებების მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა, რომელთა უფლებამოსილების ვადაც განისაზღვრება არჩევნების დანიშვნიდან ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე დროის მონაკვეთით, ხოლო ხელახალი არჩევნების შემთხვევაში კი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.“.

5. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) განკარგულებით ნიშნავს რიგგარეშე და ხელახალ არჩევნებს, განმეორებით კენჭისყრას;“;

ბ) „შ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და მათ წარმომადგენლებს უსკოში, აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;“;

ა.ბ) „ი2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი​2) სათანადო მოწმობებს აძლევს არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლებს;“;

ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რეგისტრაციაში ატარებს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას და აძლევს მას სათანადო მოწმობას;“.

7. 21-ე მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) უზრუნველყოფს რიგგარეშე არჩევნების, ხელახალი არჩევნებისა და განმეორებითი კენჭისყრის  გამართვას;“.

8. 22-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში  მონაწილე პარტიის  წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;“.

9. 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

10. 30-ე მუხლის 72 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„72.  საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, ამ კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას (არასაარჩევნო პერიოდში − ბოლო საერთო არჩევნებისას რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციას), ამომრჩეველს უფლება აქვთ, გაეცნონ უსკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-18 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

11. 31-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ა) მორიგი საერთო და რიგგარეშე არჩევნებისას − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა;“;

ა.ბ) „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ​1) უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებისას − ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების ის მოსამსახურეები, რომლებიც უმაღლესი საბჭოს ბოლო მორიგი არჩევნებისას შესაბამის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში იქნენ შეყვანილი;“;

ბ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ ისინი ადგილსამყოფელს იცვლიან ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე;“;

გ) 51 და 52 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამ მუხლის 52 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით.

52. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი უმაღლესი საბჭოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ხმას აძლევს შესაბამისი სამხედრო დანაყოფის/ნაწილის დისლოკაციის ადგილის მიხედვით შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ საარჩევნო უბანზე (უბნებზე).“;

დ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების მოსამსახურეები, გარდა იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უმაღლესი საბჭოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.“.

12. 35-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს პარლამენტის ან უმაღლესი საბჭოს ბოლო არჩევნებში სხვა პარტიის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.“;

ბ) მე-9 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

13. 38-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. 39-ე მუხლის:

ა) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში  მონაწილე პარტიებს.

2. არჩევნებში მონაწილე ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს 1 პარტიული სია.

3. წარდგენილ სიაში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 21-ზე ნაკლები და 30-ზე მეტი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები.

7. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია უსკოს თავმჯდომარეს განცხადებით უნდა წარუდგინოს, პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.“;

დ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-9 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-10 პუნქტის:

ვ.ა) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) თანხმობა, კენჭი იყაროს მოცემული პარტიული სიით;“;

ზ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სააღრიცხვო ბარათს პარტიის წარმომადგენელს წინასწარ გადასცემს უსკო.“.

15. მე-40 მუხლი ამოღებულ იქნეს.

16. 41-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. პარტიული სიების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაცია“;

ბ) პირველი  მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარტიული სია საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, თუ ამ კანონით განსაზღვრული ყველა საბუთი აკმაყოფილებს ამავე კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საბუთების წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი არ განიხილება.

2. პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას ამოწმებს უსკოს სათანადო სამსახური და სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 26-ე დღისა, დასკვნას წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 25-ე დღისა:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 3 დღე ეძლევა სიისა და საბუთების სრულყოფისთვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების შესახებ იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). თუ პარტიული სიის იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება და უსკოს თავმჯდომარე ზემოაღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ამ პუნქტში აღნიშნული განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.“;

გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პარტიული სიისა და პარტიის მიერ წარდგენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის  საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ უსკოს თავმჯდომარის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 73-ე და 74-ე მუხლებით დადგენილი წესით.“.

17. 42-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

18. 43-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მაგრამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს 12 დღისა, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.“;

ბ) 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს უფლება აქვს კენჭისყრის დღიდან უსკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე არა უგვიანეს 2 დღისა, წერილობითი განცხადებით მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს თავისი კანდიდატურის პარტიული სიიდან მოხსნის თაობაზე. აღნიშნულ შემთხვევაში მისი კანდიდატურა პარტიული სიიდან მოიხსნება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, უსკოს მიერ არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე არა უგვიანეს 1 დღისა. თუ უსკოს თავმჯდომარე არ გამოსცემს განკარგულებას ამ პუნქტით დადგენილ ვადაში, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება განცხადების წარდგენის მომდევნო დღიდან. ადგილმონაცვლის განსაზღვრისას დაცული უნდა იყოს ამ კანონის 762 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გენდერული პროპორცია.“;

დ) 13 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას უფლება არა აქვს, პარტიულ სიაში დარჩენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატურა მოიხსნება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.“.

19. 49-ე მუხლის:

ა) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს შესაბამის საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში.

2. არჩევნებში მონაწილე პარტიას  უფლება აქვს, არჩევნებისას დანიშნოს მხოლოდ 2 წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში.

3. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, და თუ პარტია ერთდროულად მონაწილეობს ზემოაღნიშნულ არჩევნებში, ასეთ შემთხვევაში პარტიას უფლება აქვს, დანიშნოს არაუმეტეს ორი წარმომადგენელი – მხოლოდ უსკოში. უსკოში ან საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიებში.“;

ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. აღნიშნულ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.“.

20. 59-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნო კამპანია უნდა დაფინანსდეს პოლიტიკური პარტიის ფონდიდან.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„9. საარჩევნო კამპანიის ხარჯებზე და დაფინანსების წყაროებზე ვრცელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები.“.

ე) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით.“.

21. 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 62. ხმების დათვლა საუბნო საარჩევნო კომისიაში

1. საუბნო საარჩევნო კომისია აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.

2. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება პარტიული სიების მიხედვით.“.

22. 64-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღიდან  არა უგვიანეს მე-11 დღისა აჯამებს უმაღლესი საბჭოს არჩევნების კენჭისყრის შედეგებს, ადგენს საარჩევნო ოლქში გამართული პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული  კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომელსაც არა უგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს უსკოს.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ და „გ“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არჩევნების დასახელება;

გ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ესეც უნდა აღინიშნოს);“;

ბ.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში − ამავე პუნქტში ჩამოთვლილი მონაცემები;“;

გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„5. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება, და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.“.

ე) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ფოტოასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.“.

23. 65-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უსკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, თავის სხდომაზე აჯამებს უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს და ადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.“;

ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგად არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებზე მანდატების გასანაწილებლად, თითოეული პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 21-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობას მიიღებს. თითოეული პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად თითოეული პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 21-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.“;

დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. თუ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 21-ზე ნაკლებია, ასეთ შემთხვევაში გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი თანმიმდევრობით მიეკუთვნება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც მეტი ხმა მიიღეს.“;

ე) მე-10 და მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თუ 2 ან 2-ზე მეტი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება იმ პარტიულ სიას, რომელმაც უსკოში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.“; 

ზ) მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) მე-16 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) მე-18მე-20 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მოწყობილი არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, მაგრამ ვერცერთმა პარტიამ ვერ მიიღო სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა, უსკოს განკარგულებით არჩევნებიდან 2 კვირაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.

19. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებმაც საერთო არჩევნებში მიიღეს ხმების 2 % მაინც. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილე პარტიების პარტიული სიები უცვლელი რჩება. მათში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით.

20. არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს: არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა და ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა; ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამური რაოდენობა; ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების პროცენტი და მიღებული მანდატების რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები.“;

კ) 201 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ლ) 202 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„202. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ გამართულა, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, რომლებშიც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი არჩევნების თარიღი; არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მიღებული ხმების პროცენტი და მიღებული მანდატების რაოდენობა; წარმდგენ საარჩევნო სუბიექტთა მიხედვით დალაგებული არჩეულ უმაღლეს საბჭოს წევრთა სია.“.

24. 66-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

25. 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 67. უმაღლესი საბჭოს ხელახალი არჩევნები

1. თუ არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა, იმართება ხელახალი არჩევნები.

2. ხელახალი არჩევნები იმართება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან 2 თვის ვადაში. ხელახალი არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს უსკო, არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან არა უგვიანეს 7 დღისა.“.

26. 69-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

27. 70-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, უსკოს შესაბამისი სამსახურის დასკვნის საფუძველზე, უსკოს თავმჯდომარე განკარგულებით განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის უფლებამონაცვლეს. განკარგულება სათანადო საბუთებთან ერთად ეგზავნება უმაღლეს საბჭოს.“.

28. 74-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 74. საარჩევნო დავები და მოსარჩელეთა წრე

1. არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანისა და განხილვის ვადები და წესი განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.

2. ამომრჩეველთა სიების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, მოქალაქეს, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ.

3. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს უსკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, უსკოს წევრს.

4. საარჩევნო უბნების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს.

5. უსკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს.

7. საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო (ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას) სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება.

8. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უსკოს განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს უსკოს წევრს, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს უსკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, კომისიის იმ წევრთა ნახევარზე მეტს, რომლებსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება.

9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ამ კანონით დადგენილ ვადაში უსკოს ანგარიშზე ჩაურიცხველობის გამო ამ ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს უსკოს.

10. პარტიის საარჩევნო რეგისტრაციისა და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს:

ა) პარტიას, წარმომადგენელს უსკოში, თუ უსკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია, ან  მისი წარმომადგენელი ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;

ბ) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ უსკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

11. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის  მიერ წარდგენილი პარტიული სიის, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატების, რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:

ა) პარტიას, თუ უსკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა პარტიის  მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა უმაღლესი საბჭოს არჩევნებისას პარტიის კანდიდატები, ან/და ამ კომისიების თავმჯდომარეებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია;

ბ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ უსკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ უსკოს თავმჯდომარემ პარტიული სია, პარტიულ  სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ პარტიულ სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდა კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით.

12. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ უსკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ უსკომ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

13. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს ამ საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

14. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ უსკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს, რომლის განცხადება აკრედიტაციის თაობაზე არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას,  დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

15. ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი ეხება პარტიის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას.

16. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 50-ე მუხლის პირველი−მე-4 ნაწილების დებულებათა დარღვევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.

17. კენჭისყრის დღის განმავლობაში და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს საუბნო საარჩევნო კომისიისა და მის ცალკეულ წევრთა მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების (გარდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის) გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ პარტიის წარმომადგენელს საუბნო ან ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს საუბნო ან ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში.

18. ამ მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებზე სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში არა უგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელის შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა სააპელაციო სასამართლოში, რომელსაც გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელის შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა.

19. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

20. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

21. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ უსკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას (თუ საქმე ეხება საარჩევნო ოლქს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

22. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში უსკოს შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

23. უსკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას,  დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.“.

29. 761 მუხლი ამოღებულ იქნეს.

30. 762 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

31. 762 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 763 მუხლი:

„მუხლი 763. უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობის დღიდან უმაღლესი საბჭოს მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნის დღემდე უმაღლესი საბჭოს შუალედური არჩევნების გასამართად გამოსაყენებელი ზოგიერთი ნორმა

უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობის დღიდან უმაღლესი საბჭოს მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნის დღემდე უმაღლესი საბჭოს შუალედური არჩევნები გაიმართოს უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის რედაქციით.“.


მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3, მე-9 და 31-ე პუნქტებისა, ამოქმედდეს მომდევნო პროპორციული წესით ჩასატარებელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 და მე-9 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ კანონის პირველი მუხლის 31-ე პუნქტი ამოქმედდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობის დღიდან და ძალას კარგავს მომდევნო პროპორციული წესით ჩასატარებელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედებისთანავე.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე

 

ბათუმი,

8 აგვისტო 2020 წ.

N134-უ.ს.რ.ს.