„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 475
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022193
475
30/07/2020
ვებგვერდი, 31/07/2020
300160070.10.003.022193
„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №475

2020 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/04/2015, 300160070.10.003.018537) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  პუნქტი:

„31. ბაზარზე განთავსებული რძის ნაწარმის ეტიკეტზე, რომელიც წარმოებულია ნედლი რძის გამოყენებით, ხედვის ძირითად არეალში, სურსათის დასახელებასთან ერთად, უნდა იყოს მკვეთრი მინიშნება და მკაფიოდ უნდა  იკითხებოდეს  – „დამზადებულია ნედლი რძისაგან“.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი ნოემბრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია