„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 176
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.017345
176
31/07/2020
ვებგვერდი, 03/08/2020
040030000.22.033.017345
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №176

2020 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის  303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016192) დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) თანამშრომელს დროებით აკისრებს არმყოფი პირის ფუნქციების შესრულებას, მათ შორის, სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანამდებობაზე;“;

 ა.ბ) „მ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ1) უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის თანამშრომელთათვის გასცეს დანამატი;“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის არსებობისას, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/თანამდებობის პირის დავალებით, სამსახურის უფროსი უფლებამოსილია  სამსახურის თანამშრომელს დაავალოს რიგი ფუნქციების განხორციელება, რომლებიც არ განეკუთვნება მის სამსახურებრივ მოვალეობებს.“.

2. 174 მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და მისი აღსრულების უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურში არსებული სამუშაო ადგილების ანალიზი, თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადება და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამუშავება;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი