დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის 01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-99/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 02/09/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016791 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 15/01/2015; 470230000.22.035.016315) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ანტენატალური და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“. 2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. დამტკიცდეს თანდართული: ა) „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეები და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმები “ (დანართი 1); ბ) „ანტენატალური სერვისების მოცულობა/კომპეტენციები დონეების მიხედვით“ (დანართი 2). 3. ბრძანებას 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 22 – 24 პუნქტები : „22. ანტენატალური სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს ანტენატალური მოვლის დონის შესაბამისი მომსახურების მიწოდება და შესაბამისი რეფერალის სქემის განხორციელება ამ ბრძანების №2 დანართის შესაბამისად. შენიშვნა: ა) ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში ანტენატალური სერვისის მიმწოდებელ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც მონაწილეობენ „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამაში., 2020 წლის განმავლობაში პილოტურად განხორციელდეს ანტენატალური მოვლის დონეების მინიჭება, ხოლო 2021 წლის 1-ლი იანვრიდან პაციენტის რეფერირების მექანიზმებისა და შესაბამისი რეფერალის სქემის ამოქმედების უზრუნველყოფა; ბ) ქვეყნის მასშტაბით ანტენატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის მოვლის დონეების მინიჭება დასრულდეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო პაციენტის რეფერირების მექანიზმები/რეფერალის სქემა – ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან; გ) ანტენატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების შეფასებას ახორციელებს საკოორდინაციო ჯგუფის მიერ დარგობრივი ასოციაციასთან შეთანხმებით განსაზღვრული ექსპერტთა ჯგუფი; დ) იმპლემენტაციის პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საკოორდინაციო ჯგუფი- პროექტის კოორდინატორი, დაწესებულებების შეფასების შედეგებს წარუდგენს პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეების შეფასების საკოორდინაციო ჯგუფს; ე) დონის მინიჭება და შესაბამისი რეფერალის სქემის ამოქმედება განხორციელდეს ეტაპობრივად, ქვეყნის მასშტაბით, საკოორდინაციო ჯგუფის მიერ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად. 23. ანტენატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის დონის მინიჭებასა და დონის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ხარისხის და საჭიროებისას რეფერალის სქემის განხორციელებაზე მონიტორინგს უზრუნველყოფს საკოორდინაციო ჯგუფი. შენიშვნა : პროექტის მიმდინარეობის ყოველკვარტალური ანალიზი წარედგინება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეების შეფასების საკოორდინაციო ჯგუფს. 24 ანტენატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებს დონე მიენიჭებათ 5 წლის ვადით. დონის განმეორებით შეფასებას განახორციელებს სააგენტო და დონის განმეორებით მინიჭების მიზნით შედეგებს წარუდგენს საკოორდინაციო ჯგუფს. შენიშვნა : საჭიროების შემთხვევაში ანტენატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება შესაძლებელია შეფასდეს ნებისმიერ დროს საკოორდინაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით.“. 4. ბრძანებას 32 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 33 პუნქტი: „33. 2022 წლის 1 იანვრიდან ანტენატალური სერვისის მიწოდება განხორციელდეს მხოლოდ იმ დაწესებულებებში, რომელთაც მინიჭებული აქვთ ანტენატალური რეგიონალიზაციის სათანადო დონე.“. 5. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეები და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმები): ა) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ყველა დონის ანტენატალური და პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების შესაბამისმა პერსონალმა, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობის საშუალებით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში უნდა დააგროვონ, მათ შორის: მეან-გინეკოლოგებმა – 30 კრედიტქულა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებმა და რადიოლოგებმა – 20 კრედიტ-ქულა. ამასთან, 2020 წელს შესწავლილი დაწესებულებების ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებისათვის და რადიოლოგებისათვის – კრედიტ-ქულების დაგროვების ვადად განისაზღვროს 2021 წლის 1 იანვარი. ხოლო, პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების ნეონატოლოგებმა – 20 კრედიტ ქულა (ნეონატოლოგებისთვის 30 კრედიტქულის დაგროვების ვადად განისაზღვროს 2021 წლის 1 იანვარი). კრედიტ-ქულების დაგროვებისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ პროფილური, აკრედიტებული მოკლევადიანი (1-10 დღე) სწავლება/ტრენინგები და ელექტრონულ პლატფორმაზე დაფუძნებული ინტერნეტპროგრამები (ონლაინკურსი), რომლებიც აღიარებულია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების თემატიკა განისაზღვრება ანტენატალური და პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ, კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით. ამასთან, უწყვეტი სამედიცინო განათლების შინაარსი უნდა ითვალისწინებდეს კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარებას.“. ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს „ბ‘‘ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ანტენატალური მოვლის საბაზისო (I), (II) და (III) დონის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების მიმართ წაყენებული მოთხოვნები განისაზღვრება №2 დანართის შესაბამისად.“.
|
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები