დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 მაისის №312 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 462 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 20/04/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.022179 |
|
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 მაისის №312 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 მაისის №312 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/05/2020, 340170000.10.003.022024) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61. ეთხოვოთ მუნიციპალიტეტების მერიებს, გამოყონ უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებიც ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიასთან“ (ს/ნ: 206348736) ერთად, უზრუნველყოფენ მიწის ნაკვეთ(ებ)ის აგროტექნიკური დამუშავების მომსახურების კოორდინაციას.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“: ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის ან/და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომსახურების (შემდგომში − მომსახურება) ღირებულების სუბსიდირების გზით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობა.“; ბ) მე-3 მუხლის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სუბსიდია − საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის მიზნით, სააგენტოს მიერ პროგრამის პირობების შესაბამისად ბენეფიციარ(ებ)ისათვის გათვალისწინებული დახმარება;“; „ზ) კომპანია − სააგენტოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება − შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ (ს/ნ: 206348736), რომლისგანაც ბენეფიციარი ბარათზე დარიცხული ქულების ან/და თანხის მეშვეობით შეძლებს მომსახურების მიღებას;“; გ) მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ ბენეფიციარს ჯამურად საკუთრებაში/თანასაკუთრებაში გააჩნია არანაკლებ 1.25 ჰა-დან და არაუმეტეს 10 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, შეუძლია, ბარათზე დარიცხული ქულები ან/და თანხა გამოიყენოს საქონლის ან/და მომსახურების შესაძენად. 4. მომსახურების გაწევის მიზნით, მიწის ნაკვეთის ან/და მომიჯნავე მიწის ნაკვეთ(ებ)ის საერთო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1.25 ჰა-ს.“; დ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. კომპანიის მიერ შესასრულებელი მომსახურება კომპანიის მიერ მომსახურების გაწევის შემთხვევაში, მომსახურების საფასური ბენეფიციარ(ებ)ს ჩამოეჭრებათ ბარათ(ებ)იდან, თანხის ან/და ქულების სახით.“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები