„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 446
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.022163
446
17/07/2020
ვებგვერდი, 20/07/2020
240140000.10.003.022163
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №446

2020 წლის  17 ივლისი

ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“:

1. პირველ მუხლში:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სესხის რეფინანსირება − ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მიმართულებებში,  პროგრამის  მე-6 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის გაცემული კრედიტით პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე კრედიტის გადაფარვა კომერციულ ბანკში;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) სალიზინგო პროექტის რეფინანსირება − პროგრამის მე-4 მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მიმართულებაში 61 მუხლით განსაზღვრული პირობებით გაცემული მიმდინარე სალიზინგო პროექტის შესაბამისი ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით შეთანხმებული ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხის დაფარვა იმავე ან სხვა ლიზინგის გამცემთან ახალი ლიზინგის ხელშეკრულების დადების გზით. პროგრამის მიზნებისათვის, ლიზინგის დაფინანსების ნარჩენ თანხად მიიჩნევა ლიზინგის დაფინანსების თანხის დარჩენილი ნაწილი მიმდინარე თარიღისათვის ბენფიციარისა და სააგენტოს მხრიდან ლიზინგის გამცემის მიმართ განხორციელებული გადახდების შემდეგ;“.

2. 61 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გაცემული სალიზინგო პროექტის სხვა ან იმავე  ლიზინგის გამცემის მიერ რეფინანსირების შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, გამოიყენოს არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების მომენტისათვის დადგენილი რეფინანსირების საკომისიოს მაქსიმალური განაკვეთები;“.

3. 32-ე მუხლის პირველ პუნქტში:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:

ქ) სალიზინგო პროექტის რესტრუქტურიზაცია  ლიზინგის გამცემსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით შეთანხმებული სალიზინგო საზღაურების (რომელიც მოიცავს როგორც სააგენტოს თანადაფინანსებას, ასევე ბენეფიციარის თანამონაწილეობას) გადახდის გრაფიკის ცვლილება, რომელიც შესაძლოა, განხორციელდეს ლიზინგის მიმღებისათვის/ბენეფიციარისათვის შექმნილი ფინანსური სირთულეებიდან ან ლიზინგის დაფინანსების თანხის ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვის მიზეზით. ამ პროგრამის მიზნებისათვის, ლიზინგის დაფინანსების თანხა არის ლიზინგის საგნის ღირებულება, ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის სარგებლობაში მიღებასთან დაკავშირებული კაპიტალიზებადი დანახარჯების გათვალისწინებით, ლიზინგის მიმღების თანამონაწილეობის გარეშე.“;

გ) მე-3 პუნქტის „გ“, „დ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ მე-4 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობის დასაწყებად ან/და არსებული საწარმოს გაფართოებისთვის/ გადაიარაღებისათვის, პროგრამის ბენეფიციარისთვის/პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტისთვის პირველად გაცემული კრედიტის:

− მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 50,000.0 (ორმოცდაათი ათასი) ლარს;

 − მაქსიმალური მოცულობა − 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს.

ხსენებული მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან ნებისმიერ პერიოდში პროგრამაში ჩართულ პროგრამის ბენეფიციარს, რომლის მიმართ, ამავე პუნქტით სესხის აღების მომენტში:

− არ არის დასრულებული სააგენტოს მიერ თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი ან ამ პერიოდის დასრულების შემდგომ, ბენეფიციარის მხრიდან მიმდინარეობს სააგენტოს წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულების ჯეროვნად შესრულება;

 − უკვე დასრულებულია თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი და მისი მხრიდან ჯეროვნად შესრულებულია სააგენტოს წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბენეფიციარი აკმაყოფილებს პროგრამის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „მეწარმე სუბიექტის“ ცნებას, მუხედავად იმისა, პროგრამის ამ ბენეფიციარის ეკონომიკური საქმიანობა თავსდება თუ არა გარდამავალი პერიოდის განმავლობაში მოქმედი დადგენილების დანართ №1-ის ჩამონათვალში;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასტუმრო ინდუსტრიაში საქმიანობის დასაწყებად ან/და არსებული სასტუმროს გაფართოებისათვის/გადაიარაღებისათვის პროგრამის ბენეფიციარისთვის/პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტისთვის პირველად გაცემული კრედიტის:

− მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 50,000.0 (ორმოცდაათი ათასი) ლარს;

− მაქსიმალური მოცულობა, კრედიტთან ერთად, საერთაშორისო ბრენდის მიმართულების გამოყენების შემთხვევაში − 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს, ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე − 4,000,000.0 (ოთხი მილიონი) ლარს.

          ხსენებული მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან ნებისმიერ პერიოდში პროგრამაში ჩართულ პროგრამის ბენეფიციარს, რომლის მიმართ, ამავე პუნქტით სესხის აღების მომენტში:

 − არ არის დასრულებული სააგენტოს მიერ თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი ან ამ პერიოდის დასრულების შემდგომ, ბენეფიციარის მხრიდან მიმდინარეობს სააგენტოს წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულების ჯეროვნად შესრულება;

− უკვე დასრულებულია თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი და მისი მხრიდან ჯეროვნად შესრულებულია სააგენტოს წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბენეფიციარი აკმაყოფილებს პროგრამის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „მეწარმე სუბიექტის“ ცნებას, მიუხედავად იმისა, პროგრამის ამ ბენეფიციარის ეკონომიკური საქმიანობა თავსდება თუ არა გარდამავალი პერიოდის განმავლობაში მოქმედი დადგენილების დანართ №1-ის ჩამონათვალში;“;

 „თ) მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომერციული ბანკის ან სხვა კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე კრედიტის რესტრუქტურიზების/რეფინანსირების შემთხვევაში, კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა იზრდება 12 თვით (მიუხედავად იმისა, რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მომენტისათვის ბენეფიციარი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კვალიფიცირდება თუ არა მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმოდ, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში ან/და აქვს თუ არა სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და რეგისტრირებულია თუ არა მოვალეთა რეესტრში), შესაბამისად იზრდება სააგენტოს მიერ თანადაფინანსების სახით გადასახდელი თანხის თავდაპირველი მოცულობა ნამეტი 12 თვის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსების სახით გადასახდელი თანხის ოდენობის პროპორციულად. ამასთან, აღნიშნული არ ვრცელდება გარდამავალი პერიოდის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში აღებული სესხების პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებისას/ რეფინანსირებისას;“;

დ) მე-4 პუნქტის „ბ“ „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის ფარგლებში ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ერთ ბენეფიციარზე/პროგრამაში ჩართვის მსურველ მეწარმე სუბიექტზე გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულების მინიმალური მოცულობა პროგრამის მე-4 მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიებში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50,000.0 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური ჯამური მოცულობა მე-4 მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში არ უნდა აღემატებოდეს 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია ისეთი პარალელური ლიზინგი, რომლის დროსაც ხდება ერთ პროგრამის ბენეფიციარზე ერთსა და იმავე ინდუსტრიაში რამდენიმე სალიზინგო პროექტის გაცემა, თუკი ლიზინგის პროექტების ღირებულებათა ჯამური მოცულობა მე-4 მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში არ აღემატება 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს.

ხსენებული მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან ნებისმიერ პერიოდში პროგრამაში ჩართულ პროგრამის ბენეფიციარს, რომლის მიმართ, ამავე პუნქტით ლიზინგის საგნის აღების მომენტში:

− არ არის დასრულებული სააგენტოს მიერ თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი ან ამ პერიოდის დასრულების შემდგომ, ბენეფიციარის მხრიდან მიმდინარეობს სააგენტოს წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულების ჯეროვნად შესრულება;

− უკვე დასრულებულია თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი და მისი მხრიდან ჯეროვნად შესრულებულია სააგენტოს წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბენეფიციარი აკმაყოფილებს პროგრამის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „მეწარმე სუბიექტის“ ცნებას, მუხედავად იმისა, პროგრამის ამ ბენეფიციარის ეკონომიკური საქმიანობა თავსდება თუ არა გარდამავალი პერიოდის განმავლობაში მოქმედი დადგენილების დანართ №1-ის ჩამონათვალში.“;

 „დ) მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გაცემული მიმდინარე სალიზინგო პროექტის იმავე ან სხვა ლიზინგის გამცემის მიერ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი ვალდებულია, გამოიყენოს არა უმეტეს ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული მიმდინარე საპროცენტო განაკვეთი. ამასთან, თუ ხდება პროგრამის ფარგლებში ადრე გაცემული რამდენიმე სალიზინგო პროექტის დაფარვა/გადაფარვა, ლიზინგის გამცემი ვალდებულია, გამოიყენოს დაფარული/გადაფარული სალიზინგო პროექტების ფარგლებში ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი;“;

„ე) მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სალიზინგო პროექტის რეფინანსირების/რესტრუქტურიზების შემთხვევაში, სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა იზრდება დამატებით 12 თვით (მიუხედავად იმისა, რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მომენტისათვის ბენეფიციარი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კვალიფიცირდება თუ არა მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმოდ, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში ან/და აქვს თუ არა სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და რეგისტრირებულია თუ არა მოვალეთა რეესტრში), შესაბამისად იზრდება სააგენტოს მიერ თანადაფინანსების სახით გადასახდელი თანხის თავდაპირველი მოცულობა ნამეტი 12 თვის განმავლობაში ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული პროცენტის თანადაფინანსების სახით გადასახდელი თანხის ოდენობის პროპორციულად. ამასთან, აღნიშნული არ ვრცელდება გარდამავალი პერიოდის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაცემული სალიზინგო პროექტის რესტრუქტურიზებისას/რეფინანსირებისას;“;

ე) მე-5 პუნქტის შესაბამისად ჩამოყალიბებულ დანართ №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის ეკონომიკური საქმიანობის სახე:                                                                                                                                          

H

52.10.0

დასაწყობება და შენახვა

.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია