დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7062-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 310150000.05.001.020167 |
|
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ – ყვითელი კვადრატი 150-მმ-იანი გვერდით და 8.17 საგზაო ნიშნის სიმბოლო შავი გამოსახულებით – შეიძლება დამაგრდეს იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა მხარეს და უკანა მხარეს, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირი (პირები) გადაჰყავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მუნიციპალიტეტს განსაზღვრული აქვს შესაბამისი საცნობი ნიშანი და განსაზღვრული ჰყავს ამ ნიშნის მიღების უფლებამოსილების მქონე პირები;“. 2. კანონის: ა) №1 დანართის: ა.ა) მე-7 პუნქტს („საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები“) დაემატოს შემდეგი შინაარსის 7.20.1−7.20.5 პუნქტები: „7.20.1. „ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილი“ − ადგილი, რომელიც განკუთვნილია ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვისათვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვნით განისაზღვრება. 7.20.2. „საცნობი ნიშნის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ მქონე სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი“ − ადგილი, რომელიც განკუთვნილია საცნობი ნიშნის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ მქონე სატრანსპორტო საშუალების დგომისათვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვნით განისაზღვრება. ეს ადგილი შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე 7.4 საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნითა და 8.17 დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფით). 7.20.3. „ტურისტული მარშრუტისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი“ − ადგილი, რომელიც განკუთვნილია ტურისტული მარშრუტისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დგომისათვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვნით განისაზღვრება. 7.20.4. „ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი“ − ადგილი, რომელიც განკუთვნილია ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დგომისათვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვნით განისაზღვრება. 7.20.5. „ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის დგომის ადგილი“ − ადგილი, რომელიც განკუთვნილია ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის დგომისათვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვნით განისაზღვრება.“; ა.ბ) მე-8 პუნქტის („დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)“) 8.17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8.17. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ − მიუთითებს, რომ 7.4 საგზაო ნიშნის მოქმედება ვრცელდება საცნობი ნიშნის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე. ეს ადგილი შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე 7.20.2 საგზაო ნიშნით.“; ა.გ) საგზაო ნიშნების მე-7 პუნქტს („საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები“) დაემატოს შემდეგი საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები: „
7.20.1
ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილი
7.20.2 საცნობი ნიშნის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ მქონე სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი
7.20.3
ტურისტული მარშრუტისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი
7.20.4
ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი
7.20.5
ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის დგომის ადგილი“; ბ) №2 დანართის პირველი პუნქტის („ჰორიზონტალური მონიშვნები“): ბ.ა) 1.23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.23. აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლს. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლის გამოსაყოფად დატანილი საგზაო მონიშვნა შეიძლება იყოს ყვითელი ფერის.“; ბ.ბ) 1.24.3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.24.4−1.24.7 პუნქტები: „1.24.4. აღნიშნავს გზის მონაკვეთზე სადგომ ადგილს, რომელიც განკუთვნილია ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვისათვის. საგზაო მონიშვნა დაიტანება გზაზე მწვანე ფონით ან მის გარეშე. 1.24.5. აღნიშნავს გზის მონაკვეთზე სადგომ ადგილს, რომელიც განკუთვნილია ტურისტული მარშრუტისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებისათვის. საგზაო მონიშვნა დაიტანება გზაზე ლურჯი ფონით ან მის გარეშე. 1.24.6. აღნიშნავს გზის მონაკვეთზე სადგომ ადგილს, რომელიც განკუთვნილია ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების მიზნით სატრანსპორტო საშუალებისათვის. საგზაო მონიშვნა დაიტანება გზაზე ლურჯი ფონით ან მის გარეშე. 1.24.7. აღნიშნავს გზის მონაკვეთზე სადგომ ადგილს, რომელიც განკუთვნილია ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისათვის.“; ბ.გ) საგზაო მონიშვნებს დაემატოს შემდეგი ჰორიზონტალური მონიშვნები: „
1.24.4
1.24.5
1.24.6
1.24.7“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 17 ივლისი 2020 წ. N7062-რს |
დოკუმენტის კომენტარები