„განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-9
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 350090000.64.076.016081
ნ-9
15/07/2020
ვებგვერდი, 16/07/2020
350090000.64.076.016081
„განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-9

2020 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი

 

 

„განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 18/08/2017, სარეგისტრაციო კოდი: 350090000.64.076.016020) დამტკიცებულ განგრძობითი განათლების სტანდარტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარებას და მათ სამსახურის მიერ დადგენილ წესებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებას უზრუნველყოფს სამსახური.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სერტიფიცირებული ბუღალტერი, განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესასრულებლად, ვალდებულია, ყოველი, 3 (სამი) უწყვეტი კალენდარული წლის მანძილზე გაიაროს განგრძობითი განათლების სულ მცირე 90 საათი (ან მისი ეკვივალენტური სწავლის ერთეული).“;

ბ) მე-4 - მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სერტიფიცირებული ბუღალტერი ვალდებულია, 3 (სამი) უწყვეტი კალენდარული წლის მანძილზე, ყოველ წელს გაიაროს, სულ მცირე, შემოწმებადი 20-საათიანი (ან მისი ეკვივალენტური სწავლის ერთეული) განგრძობითი  განათლება.

5. პროფესიული ორგანიზაცია საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია,  გაზარდოს განგრძობითი განათლებისთვის სავალდებულო, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სწავლის ერთეულის რაოდენობა  ყველა წევრის ან მათი ნაწილისათვის. საჭიროება შეიძლება გამომდინარეობდეს სამსახურში წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების  ხარვეზების, პროფესიული ორგანიზაციის მიერ განხორციელებული  კვლევის შედეგებიდან ან კანონმდებლობაში, სტანდარტებში ან სფეროში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებებით.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, გავლილი საათების რაოდენობიდან მინიმუმ 60 საათი  უნდა იყოს  შემოწმებადი. სერტიფიცირებული ბუღალტერი უფლებამოსილია, 30 საათი გაიაროს არაშემოწმებადი განგრძობითი განათლების ფორმით, ამ სტანდარტის მე-7 მუხლით დადგენილი წესით.“.

3. მე-6 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„61. განგრძობითი განათლების მოთხოვნა აუდიტორისათვის

1. გარდა სტანდარტით დადგენილი განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნებისა, სერტიფიცირებული ბუღალტერი, რომელიც არის აუდიტორი ან სურს აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია, ვალდებულია 3 (სამი) უწყვეტი წლის განმავლობაში დააკმაყოფილოს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები.  

2. აუდიტორი, განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესასრულებლად, ვალდებულია, ყოველი 3 (სამი) უწყვეტი კალენდარული წლის მანძილზე გაიაროს განგრძობითი განათლების სულ მცირე 120 საათი (ან მისი ეკვივალენტური სწავლის ერთეული).

3. აუდიტორი ვალდებულია, 3 (სამი) უწყვეტი კალენდარული წლის მანძილზე, ყოველ წელს გაიაროს, სულ მცირე, შემოწმებადი 30-საათიანი (ან მისი ეკვივალენტური სწავლის ერთეული) განგრძობითი  განათლება.

4. პროფესიული ორგანიზაცია საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია,  გაზარდოს განგრძობითი განათლებისთვის სავალდებულო, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სწავლის ერთეულის რაოდენობა  ყველა წევრის ან მათი ნაწილისათვის. საჭიროება შეიძლება გამომდინარეობდეს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის, დიაგნოსტიკური ანგარიშის ან პროფესიული ორგანიზაციის მიერ განხორციელებული  კვლევის შედეგებიდან ან კანონმდებლობაში, სტანდარტებში ან აუდიტის სფეროში   მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებებით.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, გავლილი საათების რაოდენობიდან მინიმუმ 90 საათი  უნდა იყოს  შემოწმებადი. სერტიფიცირებული ბუღალტერი უფლებამოსილია,  30 საათი გაიაროს არაშემოწმებადი განგრძობითი განათლების ფორმით, ამ სტანდარტის მე-7 მუხლით დადგენილი წესით.“.

4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  11. განგრძობითი განათლების მოთხოვნების ჩათვლა

1. სერტიფიცირებული ბუღალტერი უფლებამოსილია, მიიღოს განგრძობითი განათლების მოთხოვნის ჩათვლა:

ა) არაუმეტეს შემოწმებადი 20  სწავლის ერთეულის (საათის)  ოდენობით, სტუდენტის აქტიური სტატუსის პერიოდში ორი თანმიმდევრული წლის განმავლობაში, ბიზნესის ადმინისტრირების, ბუღალტრული აღრიცხვის, მენეჯმენტის, ფინანსების ან/და ეკონომიკის მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებისათვის;

ბ) არაუმეტეს შემოწმებადი 20 სწავლის ერთეულის (საათის) ოდენობით ყოველწლიურად, პროფესიული ორგანიზაციის მიერ განგრძობითი განათლების პროგრამის სწავლების პროცესში, განგრძობითი განათლების პროგრამით გათვალისწინებულ  საგანში (თემატიკაში) ლექტორობით/ ინსტრუქტორობით;

გ) არაუმეტეს შემოწმებადი  30 სწავლის   ერთეულის (საათის)  ოდენობით, თუ გამოაქვეყნა პროფესიული  სამაგისტრო ნაშრომი ან დისერტაცია, გამოსცა წიგნი ან ჩაატარა პროფესიულ სფეროსთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევა, რეცენზიებისათვის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით; 

დ) არაუმეტეს 30 სწავლის ეკვივალენტური ერთეულის (საათის) ოდენობით, თუ  ჩააბარა პროფესიული სასერტიფიკაციო გამოცდა;

ე) არაუმეტეს 10 სწავლის ერთეულის (საათის) ოდენობით, თუ პირი ადასტურებს პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონფერენციაში მონაწილეობას.

2. სერტიფიცირებული ბუღალტერი, რომელსაც მოეთხოვება აუდიტორისათვის განკუთვნილ განგრძობითი განათლების პროგრამაში მონაწილეობა, უფლებამოსილია მიიღოს განგრძობითი განათლების ჩათვლა შემდეგი წესით:

ა) არაუმეტეს შემოწმებადი 30  სწავლის ერთეულის (საათის)  ოდენობით, სტუდენტის აქტიური სტატუსის პერიოდში ორი თანმიმდევრული წლის განმავლობაში, ბიზნესის ადმინისტრირების, ბუღალტრული აღრიცხვის, მენეჯმენტის, ფინანსების ან/და ეკონომიკის მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებისათვის;

ბ) არაუმეტეს შემოწმებადი 30 სწავლის ერთეულის (საათის) ოდენობით ყოველწლიურად, პროფესიული ორგანიზაციის მიერ განგრძობითი განათლების პროგრამის სწავლების პროცესში, განგრძობითი განათლების პროგრამით გათვალისწინებულ  საგანში (თემატიკაში) ლექტორობით/ ინსტრუქტორობით;

გ) არაუმეტეს შემოწმებადი  40 სწავლის   ერთეულის (საათის)  ოდენობით, თუ გამოაქვეყნა პროფესიული სამაგისტრო ნაშრომი ან დისერტაცია, გამოსცა წიგნი ან ჩაატარა პროფესიულ სფეროსთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევა და რომლებიც შეფასებულია რეცენზენტის მიერ;

დ) არაუმეტეს 30 სწავლის ეკვივალენტური ერთეულის (საათის) ოდენობით, თუ  ჩააბარა პროფესიული სასერტიფიკაციო გამოცდა;

ე) არაუმეტეს 10 სწავლის ერთეულის (საათის) ოდენობით, თუ პირი ადასტურებს პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონფერენციაში მონაწილეობას.“.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით   გათვალისწინებული ერთი და იმავე გამოცდის ჩაბარება სერტიფიცირებულ ბუღალტერს განგრძობით განათლებად ჩაეთვლება, თუ სასერტიფიკაციო პროგრამის ცალკეულ  გამოცდებს შორის პერიოდი არანაკლებ 3 (სამი) წელია.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის დამადასტურებელ ცნობას გასცემს შესაბამისი პირი.“.

5. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. სამუშაო ადგილზე გავლილი სასწავლო ღონისძიებების ჩათვლა

1. პირი, განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესრულების დადასტურებისათვის, უფლებამოსილია, პროფესიულ ორგანიზაციას წარუდგინოს დამსაქმებლის პოლიტიკის ფარგლებში ორგანიზებული სასწავლო ღონისძიებების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია (სწავლის ერთეული (საათი), სასწავლო ღონისძიების დასახელება, ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შინაარსი).

2. პროფესიული ორგანიზაცია სერტიფიცირებულ ბუღალტერს, რომელსაც   მოეთხოვება აუდიტორისათვის განკუთვნილი განგრძობითი განათლების პროგრამაში მონაწილეობა,  უფლებამოსილია, ჩაუთვალოს სამუშაო ადგილზე (აუდიტორული ფირმის პოლიტიკის ფარგლებში) გავლილი სასწავლო ღონისძიებების (მათ შორის, ტრენინგის, სემინარისა და ელექტრონული სწავლების) შესაბამისი სწავლის ერთეული (საათი) განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესრულებად.  სასწავლო ღონისძიებების პოლიტიკა და პროცედურები აუდიტორული ფირმის შიდა კონტროლის სისტემის შემადგენელი ნაწილია და, შესაბამისად, უნდა იყოს დოკუმენტირებული.

3. პროფესიული ორგანიზაცია სერტიფიცირებულ ბუღალტერს, (გარდა ისეთი პირისა, რომელსაც მოეთხოვება აუდიტორისათვის განკუთვნილ განგრძობითი განათლების პროგრამაში მონაწილეობა) უფლებამოსილია, ჩაუთვალოს სამუშაო ადგილზე გავლილი სასწავლო ღონისძიებების (მათ შორის, ტრენინგის, სემინარისა და ელექტრონული სწავლების) შესაბამისი სწავლის ერთეული (საათი) განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესრულებად.  

4. ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე გავლილი სასწავლო ღონისძიებების ჩათვლის მიზნებისთვის, პროფესიული ორგანიზაცია ადგენს მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს. აღნიშნული მოთხოვნები და კრიტერიუმები შესაბამისობაში უნდა იყოს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილ განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან (IES).

5. პროფესიულ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შიდა პოლიტიკა, სისტემები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნების დაკმაყოფილებას.“.

6. მე-13 მუხლის:

ა) მე-2 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ განგრძობითი სწავლების განხორციელების  პერიოდში  სერტიფიცირებული ბუღალტერი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო  ან ქვეყანაში არყოფნის გამო  ვერ შეასრულებს სავალდებულო განგრძობითი განათლების მოთხოვნებს, იგი უფლებამოსილია შესაბამისი ცნობა/დოკუმენტაციის წარდგენით მიმართოს მის პროფესიულ ორგანიზაციას  მიმდინარე წლის განგრძობითი განათლების სრულად გავლისათვის გასავლელი საათების არაუმეტეს მომავალი წლისთვის გადავადების თხოვნით და განგრძობითი განათლება გაიაროს ამ სტანდარტის მე-10 მუხლის 1​3 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ჯგუფ(ებ)ის შექმნის შემთხვევაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში სერტიფიცირებული ბუღალტერი ექვემდებარება ამ სტანდარტით დადგენილ წესებს.

3. თუ პროფესიული ორგანიზაციის მიერ ამ სტანდარტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გამოვლინდა, რომ სერტიფიცირებული ბუღალტერი არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტის მე-6 და 61 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს და არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, მიმდინარე წლის გასავლელი საათების მომავალი წლისთვის გადავადების საფუძველი, პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია, უზრუნველყოს სერტიფიცირებული ბუღალტრის რეესტრიდან ამოღება.

4. სერტიფიცირებული ბუღალტერი (გარდა აუდიტორისა), რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ამოღებულია სერტიფიცირებული ბუღალტრის რეესტრიდან, რეესტრში  ასახვის მოთხოვნით უფლებამოსილია, მიმართოს მისთვის სასურველ პროფესიულ ორგანიზაციას და წარუდგინოს არანაკლებ შეჩერებული პერიოდისათვის (კალენდარული წლისათვის) შესაბამისი განგრძობითი განათლების ან არაუმეტეს 90 საათის (ან მისი ეკვივალენტური სწავლის ერთეულის), ხოლო იმ სერტიფიცირებულმა ბუღალტერმა, რომელსაც მოეთხოვება აუდიტორისათვის განკუთვნილ განგრძობითი განათლების პროგრამაში მონაწილეობა, 120 საათის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამ პუნქტის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია, ასახოს სერტიფიცირებული ბუღალტერი შესაბამის რეესტრში. პირი რეესტრში ასახვის შემდეგ ექვემდებარება პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილ წესებს.“;

ბ) 31-32 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

7. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარება

1. პროფესიული ორგანიზაციის მიერ წარდგენილ განგრძობითი განათლების პროგრამებს ამ სტანდარტთან შესაბამისობის საფუძველზე აღიარებს სამსახური.

2. განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარების მიზნით, სამსახურს უნდა წარედგინოს განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს განგრძობითი განათლების  პროგრამა.

3. განგრძობითი განათლების პროგრამებში, მათი განხორციელების პროცესში ან გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობაში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ხარვეზ(ებ)ის აღმოფხვრა.

4. პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი  კალენდარული წლის 1 ივლისამდე წარუდგინოს სამსახურს განცხადება სერტიფიცირებული ბუღალტრისა და აუდიტორისათვის განკუთვნილი განახლებული განგრძობითი განათლების  პროგრამების აღიარების მოთხოვნით.

5.  პროფესიული ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი პროგრამების ამ სტანდარტთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით  სამსახური უფლებამოსილია მონიტორინგის პროცესში ჩართოს შესაბამისი სფეროს ექსპერტები.“.

8. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სერტიფიცირებული ბუღალტრების განგრძობითი განათლების პროგრამამ უნდა მოიცვას სიახლეები შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი (IESBA Code);

ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები;

გ) ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო, ბიზნეს კანონმდებლობა და სფეროს მარეგულირებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტები.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი.

„11. აუდიტორისათვის განკუთვნილმა განგრძობითი განათლების პროგრამამ უნდა მოიცვას სიახლეები, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი (IESBA Code);

ბ) ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების (ISQC);

გ) აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA) და აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ  ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული და დამტკიცებული მიმოხილვისა და დაკავშირებული მომსახურების, აგრეთვე სხვა მარწმუნებელი გარიგების საერთაშორისო სტანდარტები;

დ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები;

ე) ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო, ბიზნესკანონმდებლობა და სფეროს მარეგულირებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტები.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა, პროგრამის სასწავლო თემატიკა უნდა შეივსოს სამსახურში წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების ხარვეზების, კვლევის შედეგების და ეკონომიკურ გარემოში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების გათვალისწინებით. გარდა ზემოაღნიშნულისა აუდიტორისათვის განკუთვნილი განგრძობითი განათლების პროგრამის თემატიკის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს აუდიტორების/გარიგების პარტნიორების/აუდიტორული ფირმების ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგები და დიაგნოსტიკური ანგარიში.“.

9. მე-20 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სერტიფიცირებული ბუღალტრების ერთიანი რეესტრის წარმოების მიზნებისთვის, სერტიფიცირებულ ბუღალტერს განგრძობითი განათლების მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოს და ამ სტანდარტით დადგენილი 3-წლიანი პერიოდის ათვლა დაიწყოს 2020 წლიდან.“.

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6.  2020 წლის განგრძობითი განათლების პროგრამის აღიარების მიზნებისათვის, პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია განცხადება სერტიფიცირებული ბუღალტრისათვის განკუთვნილი განგრძობითი განათლების  პროგრამის აღიარების მოთხოვნით, ნაცვლად ამ სტანდარტის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისიწინებული ვადისა, წარუდგინოს სამსახურს არაუგვიანეს 2020 წლის 1 აგვისტომდე.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე