„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის N01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის N01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-103/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016795
01-103/ნ
10/09/2020
ვებგვერდი, 14/09/2020
470230000.22.035.016795
„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის N01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-103/ნ

2020 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. ბრძანების მე-4 მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი სოფლის ექიმების ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში ჩართვა განხორციელდეს ეტაპობრივად, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულების მართვის ელექტრონულ  სისტემაში მათი მუშაობის ვალდებულების გაჩენამდე.“;

) მე-3 პუნქტის ,,ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი სოფლის ექიმების შემთხვევაში – 2019 წლის 1 ოქტომბრიდან პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულების მართვის ელექტრონულ  სისტემაში მათი მუშაობის ვალდებულების გაჩენამდე.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესი):

) პირველი მუხლის:

.) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სტაციონარული მომსახურების (ეპიზოდის) ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს ის ლაბორატორიული და კლინიკურ-დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე, კონსულტაციები, რომლებიც წინ უსწრებდა გეგმურ ჰოსპიტალურ მომსახურებას (ეპიზოდს), ან ისინი შესაძლებელია სისტემაში გადაიცეს, როგორც ამბულატორიული მომსახურების ეპიზოდი.“;

.)  მე-6 პუნქტ:

ა.ბ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

„6. ავტორიზებული ექიმის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის EHR სისტემაში გადაცემის ვალდებულება არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:“;

ა.ბ.ბ) ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისლ“ ქვეპუნქტები:

„ე) სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სერვისის მიწოდება;

ვ) იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ატვირთული შემთხვევები;

ზ) C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით და აივ ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამებით გატარებული შემთხვევები;

თ) დიალიზის შემთხვევები;

ი) ჰემოფილიის პროგრამით გათვალისწინებული, გაცემული მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია;

კ) ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათავალისწინებული ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციის სამსახურის მომსახურება, თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მომსახურება;

ლ) ექიმის კონსულტაციის ან მიმართვის გარეშე ჩატარებული სხვადასხვა დიაგნოსტიკური თუ ლაბორატორიული კვლევები.“;

) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. EHR სისტემაში უკვე გადაცემული ინფორმაციის შესწორებისას EHR სისტემა აფიქსირებს ეპიზოდის რედაქტირებად რეჟიმში გადატანას.“;

) მე-11 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ექიმმა EHR სისტემის მონაცემებთან წვდომისათვის სისტემაში უნდა გაიაროს რეგისტრაცია. ამასთან, EHR სისტემაში ყოველი შესვლისას აუცილებელია ორდონიანი ავტორიზაციის ეტაპის გავლა.“;

გ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

„8. ავტორიზებული ექიმის მიერ EHR სისტემაში გადაცემული (შეყვანილი) ეპიზოდის/ვიზიტის მონაცემები ამ დანართის მე-16 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, პაციენტის ინფორმირებული თანხმობით  შეიძლება იყოს:

ა) ხილული (გაზიარებული) სისტემაში ავტორიზებული ყველა ექიმისთვის, შესაბამისად, ხილული იქნება ამ ეპიზოდის/ვიზიტის შესაბამისი ცხოვრების ანამნეზის შემადგენელი მონაცემებიც;

ბ) დაფარული  – აღნიშნული სტატუსი უზრუნველყოფს მონაცემების დაფარვას სისტემის ყველა მომხმარებლისთვის (გარდა თვით ამ პაციენტისა და იმ პირისა, რომელმაც ეპიზოდის/ვიზიტის მონაცემი ასახა EHR სისტემაში). ამ სტატუსის მონაცემები ასევე არ აისახება პაციენტის ცხოვრების ანამნეზში.“;

) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პაციენტს უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემის შესწორება (მონაცემთა დამატება, ჩასწორება, წაშლა, განადგურება) იმ პირისგან, რომელმაც მონაცემი ასახა EHR სისტემაში. EHR სისტემაში უკვე გადაცემული ინფორმაციის შესწორებისას EHR სისტემა აფიქსირებს ეპიზოდის რედაქტირებად რეჟიმში გადატანას. სამინისტრო უფლებამოსილია, დაუშვას შესაბამისი ავტორიზებული ექიმის მეშვეობით მონაცემთა შესწორება.“.

მუხლი 2
1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ბრძნების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე