დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6761-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 140030000.05.001.019955 |
6761-რს
13/07/2020
ვებგვერდი, 20/07/2020
140030000.05.001.019955
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ბ1“ და „ა.ბ2“ ქვეპუნქტები:
„ა.ბ1) აკონტროლებს მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების განხორციელების უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ დაწესებული ელექტრონული ზედამხედველობის აღსრულებას; ა.ბ2) ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად მოძალადის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ახორციელებს მის ძებნას ქვეყნის მასშტაბით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 13 ივლისი 2020 წ. N6761-რს |
დოკუმენტის კომენტარები