„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6816-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 220010000.04.001.017962
6816-რს
14/07/2020
ვებგვერდი, 22/07/2020
220010000.04.001.017962
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009,  მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, საინვესტიციო ფონდი, აქტივების მმართველი კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საგადახდო სისტემის ოპერატორი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ანგარიშვალდებული საწარმო, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი;“. 

2. 48-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, ეროვნული ბანკი აგრეთვე უფლებამოსილია პირს უარი განუცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად რეგისტრაციაზე, ლიცენზირებაზე, ავტორიზაციაზე, აღიარებაზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამავე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე, თუ:

ა) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ, ლიცენზირებამ, ავტორიზაციამ, აღიარებამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობას;

ბ) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ, ლიცენზირებამ, ავტორიზაციამ, აღიარებამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ორგანიზაციის სავალდებულო გადაწყვეტილებით ან/და რეკომენდაციით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა ან/და შეუსრულებლობა;

გ) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ, ლიცენზირებამ, ავტორიზაციამ, აღიარებამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების დარღვევა;

დ) დაინტერესებულმა პირმა ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში არ წარუდგინა მას სრულყოფილი ინფორმაცია სუბიექტის საქმიანობის დასაწყებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კაპიტალის მოთხოვნების შესრულებისთვის საჭირო თანხის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მნიშვნელოვანი წილის შეძენისთვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ;

ე) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით, დაინტერესებული პირი (სუბიექტი, ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ბენეფიციარი მესაკუთრე) არღვევს სამეწარმეო, საბანკო ან/და საფინანსო კანონმდებლობას ან/და ახორციელებს ისეთ სამეწარმეო პრაქტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის ან რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას;

ვ) დაინტერესებული იურიდიული პირის ჯგუფის სტრუქტურა, მფლობელობის სტრუქტურა და მმართველობის სტრუქტურა ან/და საოპერაციო საქმიანობა/გარემო საკმარისად გამჭვირვალე არ არის, რამაც შეიძლება შეაფერხოს ეფექტიანი ინდივიდუალური ან კონსოლიდირებული ზედამხედველობის განხორციელება ან/და საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას.“;

ბ) 41 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში საფინანსო სექტორის წარმომადგენელს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, დააკისროს ფულადი ჯარიმა, გაუუქმოს რეგისტრაცია, ავტორიზაცია, აღიარება და ჩამოართვას ლიცენზია;“.

3. 483 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებზე;“. 

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 524 მუხლი:

„მუხლი 524. საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) ზედამხედველობა გაუწიოს საინვესტიციო ფონდის საქმიანობას, განახორციელოს საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია ან რეგისტრაცია, აღიაროს უცხოური საინვესტიციო ფონდი, აგრეთვე საინვესტიციო ფონდს გაუუქმოს ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება. ზედამხედველობა აგრეთვე ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის შემოწმებასა და რეგულირებას, მისთვის წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას;

ბ) ზედამხედველობა გაუწიოს აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობას, განახორციელოს საქართველოში დაფუძნებული აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირება ან რეგისტრაცია, აღიაროს უცხოური აქტივების მმართველი კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველ კომპანიას ჩამოართვას ლიცენზია, გაუუქმოს რეგისტრაცია ან აღიარება. ზედამხედველობა აგრეთვე ითვალისწინებს აქტივების მმართველი კომპანიის შემოწმებასა და რეგულირებას, მისთვის წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას;

გ) დაარეგულიროს საინვესტიციო ფონდის მიერ ერთეულების გამოშვებისას და მიმოქცევისას წარმოშობილი ურთიერთობები, უზრუნველყოს აღნიშნული ერთეულების გამოშვებისა და მიმოქცევის სფეროში დარღვევების გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა;

დ) დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, რომელიც მომსახურებას უწევს საინვესტიციო ფონდს ან აქტივების მმართველ კომპანიას. ეს წესები შეიძლება ეხებოდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ ან პროგრამულ უზრუნველყოფას და სხვა საკითხებს;

ე) დაადგინოს, შეცვალოს და გააუქმოს საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის რეგულირებასთან დაკავშირებული წესები და ზედამხედველობა გაუწიოს მათ შესრულებას;

ვ) დაადგინოს საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციისა და დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის და მის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების წესები;

ზ) საინვესტიციო ფონდს, აქტივების მმართველ კომპანიას, სპეციალიზებულ დეპოზიტარს და სხვა პირებს დააკისროს ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

თ) განახორციელოს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 ივლისი 2020 წ.

N6816-რს