დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1158 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025844 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1158
2020 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებულ გეგმაში:
ა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) ამ პუნქტის „ვ.ა.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები 2020 წლის 9 ივლისის 00:00 საათიდან არ ვრცელდება ამ გეგმის დანართ №2-ით განსაზღვრული ქვეყნების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე დანართით განსაზღვრული ნებისმიერი ქვეყნიდან;“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №2:
„დანართი №2
ამ გეგმის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ.ა.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე ქვეყნებიდან:
1 |
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა |
2 |
საფრანგეთის რესპუბლიკა |
3 |
ლატვიის რესპუბლიკა |
4 |
ლიეტუვის რესპუბლიკა |
5 |
ესტონეთის რესპუბლიკა |
6 |
ესპანეთის სამეფო |
7 |
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო |
8 |
ნიდერლანდების სამეფო |
9 |
პოლონეთის რესპუბლიკა |
10 |
პორტუგალიის რესპუბლიკა |
11 |
რუმინეთი |
12 |
საბერძნეთის რესპუბლიკა |
13 |
შვედეთის სამეფო |
14 |
ხორვატიის რესპუბლიკა |
15 |
იტალიის რესპუბლიკა |
16 |
კვიპროსის რესპუბლიკა |
17 |
სლოვენიის რესპუბლიკა |
18 |
ისლანდიის რესპუბლიკა. |
შენიშვნა:
1. ამ დანართის პირველი – მე-5 გრაფებით განსაზღვრული ქვეყნების მოქალაქეები და მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, ამავე ქვეყნებიდან გამომგზავრების შემთხვევაში, საქართველოში შემოსვლისას არ ექვემდებარებიან „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებულ იზოლაციას/კარანტინს, გარდა ამ შენიშვნის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
2. ამ შენიშვნის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე ავსებენ სპეციალურ ელექტრონულ ანკეტას, სადაც უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.
3. ამ შენიშვნის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები სასაზღვრო პუნქტებზე ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს, ხოლო 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მათ უტარდებათ PCR კვლევა.
4. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებულ იზოლაციას/კარანტინს ამ შენიშვნის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები ექვემდებარებიან:
ა) თუ ამ შენიშვნის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სპეციალურ ელექტრონულ ანკეტაში ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობა უფიქსირდებათ ამ დანართის პირველი – მე-5 გრაფებით განსაზღვრული ქვეყნების გარდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში;
ბ) თუ ამ შენიშვნის მე-3 პუნქტის შესაბამისად ჩატარებული PCR კვლევის შედეგად დაუდასტურდებათ ახალი კორონავირუსის არსებობა.
5. ნაცვალგების პრინციპისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ დანართით განსაზღვრული ქვეყნების ჩამონათვალი ექვემდებარება პერიოდულ გადასინჯვას.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დოკუმენტის კომენტარები