„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6902-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 400000000.05.001.020030
6902-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
400000000.05.001.020030
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს კანონი განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების კომპეტენციებს წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის სფეროში.“.

2. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“.

3. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ზედაპირული წყლის ის ობიექტები, რომელთა წყლის ფონდის მიწები განლაგებულია საქართველოს ორი ან ორზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში;“.

4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში

წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში მუნიციპალიტეტები საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უზრუნველყოფენ:

ა) წყალმომარაგებისა (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელებას, მათ შორის:

ა.ა) წყალმომარაგების სისტემებისა და ურბანული ჩამდინარე წყლების შეგროვებისა და გაწმენდისთვის ტექნიკური და საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადებაში მონაწილეობას;

ა.ბ) სასმელი წყლის წყაროების სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების დამტკიცებას;

ბ) მოსახლეობისათვის წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონისა და მისი სარტყლების საზღვრების, აგრეთვე ამ ზონის ფარგლებში მოქმედი რეჟიმების გაცნობას.“.

5. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წყლის დაცვის ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებიდან − მათი კომპეტენციიდან გამომდინარე.“.

6. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ წიაღისეულის ძიებისა და შესწავლის, სასარგებლო წიაღისეულის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოების, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს გაიხსნა მიწისქვეშა წყლის შემცველი ჰორიზონტი, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია დადგენილი წესით დროულად მიიღოს ზომები მიწისქვეშა წყლის დასაცავად და დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ სამინისტროს.“.

7. 21-ე მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მიწის გამოყენებას აკონტროლებს სამინისტრო.“.

9. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში ტყით სარგებლობას აკონტროლებენ სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებები. ისინი უფლებამოსილი არიან, შეაჩერონ ან აკრძალონ ტყით სარგებლობა, თუ ეს უარყოფითად მოქმედებს წყლის მდგომარეობაზე.“.

10. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ წყლის ობიექტებით სარგებლობას და მათ დაცვას, ვალდებული არიან სამინისტროსთან შეთანხმებით ან მისი მითითებით გაატარონ წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების და მისი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებები.“.

11. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. წყალდიდობასთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსება

წყალდიდობის პროგნოზირების, შედეგების ლიკვიდაციის და აღდგენითი სამუშაოები დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულებებით.“.

12. მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საერთო წყალსარგებლობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, თევზის დასაცავად და სხვა თვალსაზრისით. ამ მიზნით სამინისტრო, შესაბამისი დაწესებულებისა და მუნიციპალიტეტის წარდგინებით განსაზღვრავს ადგილებს, სადაც აკრძალულია ბანაობა, ნავით სეირნობა, წყლის სასმელად და საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის აღება, პირუტყვის დარწყულება, თევზჭერა და სხვა საქმიანობა.“.

13. 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

14. 55-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების კომპეტენციების განსაზღვრა წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოების რეგულირების სფეროში.“.

15. 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოში წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო, აგრეთვე თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6902-რს