„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6908-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 450030000.05.001.020033
6908-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
450030000.05.001.020033
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 22.05.2007, მუხ. 138) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანოები

1. კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო დაცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო), საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მუნიციპალიტეტის ორგანოები, აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანოები, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.

2. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით დადგენილი ნორმების შესაბამისად.“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მინისტრი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აქტების გამოცემის უფლებამოსილება ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.“.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში:

ა) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ თავიანთ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, აღწერას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას, ზრუნავენ მის მოვლა-პატრონობაზე, შესწავლასა და რეაბილიტაციაზე;

ბ) სამინისტროს აწვდიან ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენისა და მისი მდგომარეობის შესახებ;

გ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობენ სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან;

დ) ახორციელებენ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მოვლა-შენახვას, რეკონსტრუქციას და რეაბილიტაციას.

2. მუნიციპალიტეტის ორგანოები თავიანთი უფლებამოსილებების განხორციელებისას კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის შემთხვევაში ვალდებული არიან შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ სამინისტროს.“.

5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვა სახელმწიფო ორგანოებს, მუნიციპალიტეტებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის ან კულტურული მემკვიდრეობისთვის საფრთხის შემცველი გარემოების არსებობის შესახებ;“.

6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მინისტრი ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს გამოვლენილი (აღმოჩენილი) კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო აღრიცხვას, რის შესახებაც სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს დაინტერესებულ პირს, ასევე − მუნიციპალიტეტს.“.

7. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ენიჭება საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.“.

8. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა

ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით იმ შემთხვევაში, თუ ძეგლი განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ დაკარგა ისტორიული ან კულტურული ღირებულება, რომლის აღდგენა შეუძლებელია, ან, მეცნიერული (მეთოდოლოგიური) კრიტერიუმებით, დაკარგა ის ძირითადი მახასიათებელი, რომლის გამოც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი.“.

9. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) უფლება-მოვალეობები

1. ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვალდებულია:

ა) სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, სამინისტროს/მუნიციპალიტეტის შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს სამინისტროს/მუნიციპალიტეტს ინფორმაცია ძეგლის არსებული მდგომარეობის შესახებ და გააფორმოს სამინისტროსთან/მუნიციპალიტეტთან ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისგან დაცვა და ძეგლის ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება;

ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს/მუნიციპალიტეტს ძეგლის მდგომარეობის, მისი შენახვის პირობების ან გარემოს ცვლილებების შესახებ;

გ) ხელი შეუწყოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და სპეციალისტებს ძეგლის დათვალიერებასა და მისი მდგომარეობის შესწავლაში, მათი მოთხოვნისამებრ მიაწოდოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ძეგლის შესახებ, თუ ის არ არის სახელმწიფო, კომერციული ან კანონით დადგენილი სხვა საიდუმლოება;

დ) არ დაუშვას ძეგლზე რაიმე სახის თვითნებური ზემოქმედება, მათ შორის, ძეგლის ნაწილების ან ფრაგმენტების გადაკეთება, დანაწევრება, დაშლა, დამატება;

ე) ძეგლის გასხვისების შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სამინისტროს/მუნიციპალიტეტს, ხოლო ძეგლის შემძენს წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია ძეგლის სტატუსის შესახებ;

ვ) უზრუნველყოს ძეგლზე საზოგადოების დაშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით  განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

2. ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) უფლებამოსილია:

ა) გამოიყენოს ძეგლი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და მიიღოს შემოსავალი;

ბ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო და სხვა შეღავათებით;

გ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ორგანოებისგან ანაზღაურების გარეშე მოითხოვოს სამეცნიერო-მეთოდური და სამართლებრივი კონსულტაცია თავის საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული ძეგლის შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 კვირის ვადაში, მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ინფორმაციას (ან ხელშეკრულების ასლს) წარუდგენს სამინისტროს.“.

10. 30-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მოსარგებლეს) სამინისტრო/მუნიციპალიტეტი აძლევს წერილობით გაფრთხილებას, რომლითაც განუსაზღვრავს ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით მისაღებ ზომებს, კონკრეტული მოქმედებების განხორციელების პირობებს და მათი უზრუნველყოფის გონივრულ ვადას, თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე):

ა) არღვევს სამინისტროსთან/მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების პირობებს;

ბ) არღვევს სამინისტროს/მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის პირობებს ან ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე ატარებს ძეგლზე რაიმე სამუშაოებს.“;

ბ) მე-5−მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვერ უზრუნველყოფს სამინისტროს/მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი პირობების შესრულებას, ხოლო ძეგლის ინტერესები გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) დადგენა ან მიგნება ვერ ხერხდება, სამინისტრო/მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე, უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ჩაატაროს ძეგლზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სამუშაოების ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისას სამინისტროს/მუნიციპალიტეტის ორგანოების ან მათ მიერ განსაზღვრული სამუშაოების შემსრულებელი პირის მიერ ძეგლის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გაწეულ იმ ხარჯებს, რომლებიც გამოწვეულია სამინისტროსთან/მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების პირობების დარღვევით, ანაზღაურებს ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე).

7. თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვერ უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გაწეული ხარჯების ნებაყოფლობით ანაზღაურებას, სამინისტრო/მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ხარჯების ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.

8. ამ კანონის 32-ე მუხლი არ ვრცელდება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე.“.

11. 32-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისება ან სარგებლობაში გადაცემა ფლობისა და სარგებლობის უფლებით“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძეგლის, კულტურული ფასეულობის, არქეოლოგიური დაცვის ზონაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისება, ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება სამინისტროსთან შეთანხმებით, მის მიერ წინასწარ განსაზღვრული მათი მოვლა-პატრონობის პირობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკრძალულია სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის (მოძრავი ძეგლის) გასხვისება.“.

12. 34-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა დგინდება ავტომატურად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მომენტიდან. დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა ან მისი შემადგენელი არეალი შეიძლება გაფართოვდეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრული ნაგებობის შემთხვევაში მინისტრის ბრძანება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ან მისი შემადგენელი არეალის გაფართოების შესახებ უნდა შეთანხმდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

5. ზოგადი დამცავი ზონები დგინდება მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.“.

13. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 44. კულტურული მემკვიდრეობისთვის ზიანის მომტანი ან ამგვარი საფრთხის შემქმნელი საქმიანობის აღკვეთა

დამცავი ზონის რეჟიმით დაუშვებელი, ზონაში ან ზონის მიღმა არსებული კულტურული მემკვიდრეობისთვის ზიანის მომტანი ან ამგვარი საფრთხის შემქმნელი საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში სამინისტრო საქმიანობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს შესაბამის სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის ორგანოებს.“.

14. 46-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, სამინისტროს წარდგინებითა და მუნიციპალიტეტის ინიციატივით კულტურული მემკვიდრეობის ზოგად დამცავ ზონაში შესაძლებელია დადგინდეს კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალი, რისი საფუძველიცაა სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები პასუხისმგებელი არიან სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის განხორციელებასა და მის ზედამხედველობაზე.“;

გ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;“.

15. 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ უძრავი ობიექტი სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაა უძრავი ობიექტის სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ შემთხვევაში ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობს შესაბამისი სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის ორგანო, რომელიც განაცხადებს განსაზღვრულ სამუშაოებზე თანხმობას ან დასაბუთებულ უარს გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

16. 55-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, მესაკუთრის (მფლობელის) თანხმობის გარეშე თავად ჩაატაროს სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ანდა ეს სამუშაოები სხვა პირს დაუკვეთოს, თუ:

ა) არსებობს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები;

ბ) არქეოლოგიური ობიექტი ან მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია იგი, არ არის სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრება ან ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემულია სხვა პირზე, ამასთანავე, მესაკუთრე (მფლობელი) არაა თანახმა არქეოლოგიურ ობიექტზე სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებაზე და არსებობს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები;

გ) სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ტარდება ამ კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრულ კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში ან საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 56-ე მუხლით განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში და ძეგლის/არქეოლოგიური ობიექტის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან თავად ძეგლს/არქეოლოგიურ ობიექტს.“.

17. 56-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6908-რს