დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 77/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
მიღების თარიღი | 07/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017935 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (08/07/2020 - 30/07/2021)
|
საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე
|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ16“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში - „სამინისტრო“) მიერ დადგენილი წესით (შემდგომში – „პირი“), საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესს (შემდგომში – „წესი“). 2. ამ წესის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლება მიენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, წარდგენილი აქვს ელექტრონული განცხადება და შესაბამისი სასწავლო წლისათვის არ აქვს მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად. 3. პირის დაფინანსება ხდება მისთვის ამ წესის საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების გზით. 4. პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება მხოლოდ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში.
მუხლი 2. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების პირობები 1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების საფუძველია პირის განცხადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების თაობაზე, რომელიც წარედგინება ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენა პირის მიერ ხდება ელექტრონული ფორმით, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამისი ოფიციალური ვებგვერდების გამოყენებით. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) პირის სახელი, გვარი; ბ) პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი; გ) დაბადების თარიღი; დ) საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი) მისამართი; ე) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება (რომელშიც სურს პირს ჩარიცხვა); ვ) თანხმობას მის შესახებ მონაცემთა ამ წესით განსაზღვრული მიზნებით დამუშავებასთან დაკავშირებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას პირმა უნდა დაურთოს: ა) საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების შესახებ პირის განცხადების რეგისტრაციას კოორდინაციას უწევენ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური; ბ) ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის განათლების სამსახური. 5. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების მიზნით განცხადებების წარდგენა იწყება ყოველი წლის პირველ აგვისტოს და გრძელდება იმავე წლის 5 სექტემბრამდე. 6. ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ან/და დოკუმენტების არასათანადოდ წარდგენის შემთხვევაში, განუსაზღვრავს პირს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი წლის 10 სექტემბრისა. 7. ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო შესაბამისი წლის 10 სექტემბრამდე სამინისტროს წარუდგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, რომელსაც უნდა ერთოდეს პირის: ა) საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
მუხლი 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა 1. პირს უფლება აქვს აირჩიოს ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გამოცხადებული აქვს მიღება შესაბამისი წლისთვის, „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ შესაბამისად. 2. პირს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხად რეგისტრაციისათვის ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე შეუძლია შეცვალოს ინფორმაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ.
მუხლი 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების მსურველ პირთა შესახებ მონაცემების დამუშავება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა ან/და დაფინანსების უფლების მინიჭების მიზნებისათვის სამინისტრო ამ წესით გათვალისწინებულ პირთა შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, პერსონალური ინფორმაცია) გამოითხოვს ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციიდან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან, სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან ამავე წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობით.
მუხლი 5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მქონე პირთა განსაზღვრა 1. სამინისტრო ამ წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების შემდეგ აზუსტებს: ა) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების მიზნით განცხადებაში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსს; ბ) იყო თუ არა პირი დარეგისტრირებული შესაბამის წელს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე და აქვს თუ არა მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად; გ) მოპოვებული და გამოყენებული ჰქონდა თუ არა აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შემოწმებისას სამინისტრო ეყრდნობა: ა) სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრიდან გამოთხოვილ მონაცემებს; ბ) სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოთხოვილ მონაცემებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებები შესაბამისი მიმართვიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა მიაწვდიან სამინისტროს სათანადო ინფორმაციას. 4. პირს, ელექტრონული ფორმით შევსებული განცხადებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ სამინისტროსათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – „მინისტრი“) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიენიჭება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის მომზადების ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლება. 5. თუ პირი აირჩევს ბაკალავრიატის არააკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას, მას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიენიჭება შესაბამისი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ ჩარიცხვის უფლება. ასეთ შემთხვევაში პირს დაფინანსების უფლება მიენიჭება შესაბამის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, სამინისტროსათვის წერილობითი ფორმით წარდგენილი განცხადების საფუძველზე. 6. სამინისტრო ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უგზავნის: ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს; ბ) სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას; გ) ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ამავე აქტით გათვალისწინებულ პირთათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიზნით. 7. პირმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლი; გ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული სრული ზოგადი განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი. 8. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირი ირიცხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის აქტით, რომელიც გამოიცემა არაუგვიანეს შესაბამისი წლის პირველი ოქტომბრისა. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მონაცემები შეიტანება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს. 9. ამ წესის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მობილობის ან შიდა მობილობის, ასევე, სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის პირობები განისაზღვრება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესით.
მუხლი 6. სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების პირობები 1. პირი სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ. 2. პირი, ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაშვების შემთხვევაში, უფლებამოსილია მიმართოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩარიცხვის მოთხოვნით და ისარგებლოს ამ წესით განსაზღვრული დაფინანსების უფლებით სამინისტროს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე. 3. პირზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და ამ პირის მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტით სარგებლობის სხვა პირობები, ასევე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის დრო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარსადგენი ინფორმაცია განისაზღვრება „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
მუხლი 7. პირის შესახებ მონაცემების შენახვის ვადები და წესი 1. ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების) დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფენ ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის დაცვას/შენახვას მოქმედი კანონმდებლობით და შესაბამის საქმეთა ნომენკლატურით დადგენილი მოთხოვნების დაცვითა და ვადით. 2. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირის მონაცემების შენახვას მოქმედი კანონმდებლობითა და სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურით დადგენილი მოთხოვნების დაცვითა და ვადით.
|
დოკუმენტის კომენტარები