დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6934-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 410000000.05.001.020107 |
|
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ორგანოთა კომპეტენცია ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ ცხოველთა სამყაროს დაცვაში, აღწარმოებასა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რეგულირებაში, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებასა და აღდგენაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 2. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე სუბიექტი არ შეიძლება იყოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო დაწესებულება და მუნიციპალიტეტის ორგანო, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6934-რს |
დოკუმენტის კომენტარები