„საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 407
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 330000000.10.003.022122
407
03/07/2020
ვებგვერდი, 06/07/2020
330000000.10.003.022122
„საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №407

2020 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/07/2016, 330000000.10.003.019436) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის:

1. პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2 . მე-3 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ოუფენ ნეტი უზრუნველყოფს პროგრამის რეალიზებისთვის საჭირო კონცეპტუალური დიზაინის (High Level Design), აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის/მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, კომისიის მიერ მიწოდებული წინადადების მიღებაზე მოთხოვნის (Request for Proposal; RFP) შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის ვადაში. ამასთან, კონცეპტუალური დიზაინი უნდა მოიცავდეს ქსელის ტოპოლოგიას, პროექტის სავარაუდო ღირებულებასა და ტექნიკურ სპეციფიკაციებს როგორც ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, ისე მონაცემთა გადაცემის ქსელისთვის/აპარატურისთვის. კონცეპტუალური დიზაინის მომზადება  უნდა დასრულდეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის ვადაში.“;

ბ)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონცეპტუალური დიზაინის მომზადებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მიღების შემდეგ, ოუფენ ნეტი უზრუნველყოფს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (მათ შორის, მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის) დეტალური პროექტირების (Low Level Design), მშენებლობისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებასა და მასთან დაკავშირებულ შესყიდვას. ამასთან, დაფინანსების წყარო შესაძლებელია, მოზიდულ იქნეს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დონორების დაფინანსების სახით.“;

გ)  31 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 31 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროგრამის საპილოტე ნაწილის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებასა (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების, საპროექტო, საზედამხედველო, საკონსულტაციო და სხვა მომსახურებების/საქონლის სახელმწიფო შესყიდვას) და აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში გაშვებას უზრუნველყოფს ოუფენ ნეტი საკუთარი სახსრებით, არაუგვიანეს 2020 წლის დეკემბრისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია