პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6944-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 100030010.05.001.020025
6944-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
100030010.05.001.020025
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. პატიმრობის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) 45-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური დაწესებულება მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს აცნობებს მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6944-რს