„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6724-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010290000.04.001.017957
6724-რს
02/07/2020
ვებგვერდი, 03/07/2020
010290000.04.001.017957
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

1. პოლიტიკური პარტია (შემდგომ – პარტია) არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი, დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც რეგისტრირებულია ამ კანონით დადგენილი წესით და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ფარგლებში.

2. ეს კანონი განსაზღვრავს პარტიის უფლებებსა და ვალდებულებებს, სტატუსს, შექმნისა და საქმიანობის წესებს, მისი ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ წესებს, აგრეთვე პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი ნორმების დარღვევისთვის.

3.  პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული, ამ კანონით დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს.

4. განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ფიზიკურ პირზე ამ კანონთან ერთად ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამოუკიდებელი კანდიდატისთვის დადგენილი ნორმები.

5. საარჩევნო კამპანიის ხარჯების რეგულირებასთან დაკავშირებით, მათი კანონიერებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ამ კანონით დადგენილი ნორმები გამოიყენება საქართველოს ორგანულ კანონთან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ერთად.“.

2. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პარტიისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ქონება და ფინანსები, მათი ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი“.

3. 25-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პარტიის ანგარიშზე იმ იურიდიული პირის მიერ ჩარიცხული თანხა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ტერიტორიაზე  და რომლის პარტნიორები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში რეგისტრირებული ის იურიდიული პირები არიან, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან;“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შემოწირულებისთვის ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება აგრეთვე პარტიის მხარდასაჭერად გაღებულ ფულად სახსრებზე, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით გაცემულ მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობაზე ან გაწეულ მომსახურებაზე (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი), მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი სახსრების მიმღები პირი.

4. შემოწირულებისთვის ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება აგრეთვე პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით გაწეულ ფულად ხარჯზე,  უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით გაცემულ მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობაზე ან გაწეულ მომსახურებაზე (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი), მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი სახსრების მიმღები პირი.“.

4. 251 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის პარტიას.“;

ბ) 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 26-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) იმ იურიდიული პირისგან, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს) საჯაროა. აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვებგვერდის მეშვეობით ყოველთვიურად უნდა უზრუნველყოს პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა.“.

6. 261 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფიზიკური პირი, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისთვის გასწევს ხარჯებს, ვალდებულია შექმნას სპეციალური ფონდი.“.

7. 291 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 30

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და პარტიული სისტემის განვითარებისთვის.

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო.

3. პარტია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს თანხას საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის 15 ლარის, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის − 5 ლარის ოდენობით.

4. პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც უნდა წარედგინოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ყოველწლიურად, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა. თუ პარტიამ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა წერილობითი თანხმობა მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე, ამ ვადის გასვლიდან მეორე დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია წერილობით აცნობებს პარტიას ამის შესახებ. პარტიას უფლება აქვს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შესაბამისი თანხმობა. თუ პარტიამ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ ვადაში კვლავ არ წარადგინა შესაბამისი თანხმობა, იგი კარგავს მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას, რის შესახებაც მას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია წერილობით აცნობებს. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია პარტიის მიერ მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლების დაკარგვიდან 5 დღეში აღნიშნული თანხა დააბრუნოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

9. 301 მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია პარტიის წლიურ საფინანსო დეკლარაციასთან და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მათი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება.“.

12. 321 მუხლი ამოღებულ იქნეს.

13. 341 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიმუშაოს პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის ფორმა;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს;“;

გ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მონიტორინგის განხორციელების მიზნით პარტიისგან, ადმინისტრაციული ორგანოსგან და კომერციული ბანკისგან გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიის ფინანსების შესახებ;

ზ) საჭიროების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიისათვის შემომწირველი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის ფინანსების შესახებ;“.

14. 342 მუხლის:

ა) პირველი−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარტიის/საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის მიღება ან/და შემოწირულების/საწევრო შენატანის დამალვა −

გამოიწვევს ამ შემოწირულების/საწევრო შენატანის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და პარტიის/საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის დაჯარიმებას აღნიშნული შემოწირულების/საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით.

2. ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის, მათი გაერთიანების ან სხვა ტიპის ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ შემოწირულების, საწევრო შენატანის ან ამ კანონის 25-ე მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განხორციელება, როდესაც  პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელმაც მიიღო შემოწირულება ან საწევრო შენატანი ან რომლის მხარდასაჭერადაც იქნა გაწეული ხარჯი ან რომელიც შესაძლებელია სარგებელს იღებდეს სხვა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით ხარჯის გაწევით, არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა ინფორმაცია კანონდარღვევის შესახებ, −

გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის განმახორციელებელი პირის და აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის მესამე პირის მეშვეობით განმახორციელებელი პირის (არსებობის შემთხვევაში) დაჯარიმებას აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის ორმაგი ოდენობით.

3. პირის მიერ პარტიის/საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის მიღება ან/და შემოწირულების/საწევრო შენატანის თაობაზე ინფორმაციის დამალვა −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას ამ შემოწირულების/საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით.

4. პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.

5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მის მიერ მოთხოვნილი, ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ კანონის 251 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით.

9. ამ მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა ან ერთი პირის მიერ სხვადასხვა ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მეშვეობით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო მიღებული გაფრთხილების შემდეგ ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში − შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ოდენობით.“;

დ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ამ კანონის მიზნებისთვის აკრძალულ შემოწირულებად, საწევრო შენატანად, ხარჯად ითვლება:

ა) ამ კანონით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელებული შემოწირულება, საწევრო შენატანი, ხარჯი;

ბ) ამ კანონით განსაზღვრული არაუფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული  შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის სრული ოდენობა;

გ) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული, კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობის შემოწირულება, საწევრო შენატანი, ხარჯი;

დ) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ დაუსაბუთებელი ქონების გამოყენებით განხორციელებული შემოწირულება, საწევრო შენატანი, ხარჯი.“.

15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 39და 392 მუხლები:

„მუხლი 391

1. პარტია, რომელიც 2028 წლამდე ჩატარებული პარლამენტის არჩევნების საფუძველზე, ამ კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, მიიღებს დანამატს იმავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მისაღები დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ მის მიერ პარლამენტის ბოლო არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელია. ამ პუნქტით გათვალისწინებული დანამატი გამოყენებული უნდა იქნეს პარტიის სტრუქტურული ერთეულის − ქალთა ორგანიზაციის საქმიანობისთვის.

2. თუ პარტია 2024 წლამდე ჩატარებულ პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა, საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ჯამური თანხა განისაზღვრება ამ კანონის 30-ე მუხლითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების შესაბამისად და ეს ჯამური თანხა საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებზე თანაბრად იყოფა, თუ საარჩევნო ბლოკის წესდებით სხვა პროპორცია არ არის დადგენილი. ამასთანავე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ იმ საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები მიიღებენ, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახა.

მუხლი 39 2

2024 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია პარტიის/საარჩევნო სუბიექტის საფინანსო დეკლარაციასა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მათი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება.“.

მუხლი 2. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა მხოლოდ ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენიდან მე-2 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 ივლისი 2020 წ.

N6724-რს