„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 399
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022113
399
02/07/2020
ვებგვერდი, 03/07/2020
470230000.10.003.022113
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №399

2020 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მორატორიუმი გავრცელდეს 2020 წელს დადებულ ხელშეკრულებებზე, 2020 წლის 1 დეკემბრამდე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1.9 დანართის („მედიკამენტებით უზრუნველყოფა“) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8,  მე-9 და მე-10 პუნქტები:

„8.  სააგენტო უფლებამოსილია, მის ბალანსზე რიცხული,  შესაბამისი წლების „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ცენტრალიზებულად შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტი, სამინისტროსთან შეთანხმებით,  გადასცეს ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების მიმწოდებელ ფარმაცევტულ კომპანიებს/აფთიაქებს, შემდგომში მათი ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-2 მუხლის 3​​​6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებზე მოხმარების მიზნით.

9. ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-2 მუხლის 3​​​6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებზე პროგრამის ფარგლებში გასცეს სააგენტოს მიერ გადაცემული პროდუქტი ან სააგენტოს მიერ გადაცემული ფარმაცევტული პროდუქტი ჩაანაცვლოს განსხვავებული სერიული ნომრის მქონე ანალოგიური სავაჭრო დასახელების მედიკამენტით.

10.  ამ დანართის მე-9 პუნქტის ფარგლებში მიმწოდებლების მიერ შესრულებული სამუშაო არ ანაზღაურდება ამავე დანართის მე-8 პუნქტის შესაბამისად მომსახურების მიმწოდებლებზე სააგენტოს მიერ გადაცემული ფარმაცევტული პროდუქტის ოდენობის პროდუქტის გახარჯვამდე. ამასთან, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის გახარჯვის შემდეგ ამავე დანართის ფარგლებში ბენეფიციარებზე გასაცემი შესაბამისი ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხა, ფასი, ასევე მიმწოდებლების ანგარიშგებისა და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წესი დამატებით განისაზღვრება ამავე დანართის მე-7 პუნქტის შესაბამისად.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია