დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6828-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.019986 |
|
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ. 166) 75-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 75. ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე 1. ამ კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება აქვს: ა) განმცხადებელს; ბ) ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს; გ) პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ენიჭება ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება; დ) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ე) დაინტერესებულ მხარეს. 2. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი უნდა იყოს სპეციალიზებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალიზაციის სტანდარტების შესაბამისად. 3. ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების სრულ ხელმისაწვდომობას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. მუხლი 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაუბრკოლებელი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ადმინისტრაციული ორგანოები 2035 წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად განახორციელებენ შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირებას. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 14 ივლისი 2020 წ. N6828-რს |
დოკუმენტის კომენტარები