„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6834-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 170000000.05.001.019995
6834-რს
14/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
170000000.05.001.019995
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, ყრუ ან სმენადაქვეითებულია, სანოტარო მოქმედება სრულდება ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმნის (სურდოთარჯიმნის) მონაწილეობით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევებისა, როდესაც პირს უფლება აქვს, გარიგება თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე დადოს.“.

2. 50-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ პირის ნაცვლად, რომელსაც ავადმყოფობის ან შეზღუდული შესაძლებლობის გამო ან სხვა მიზეზით არა აქვს შესაძლებლობა, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, დოკუმენტს მისი დავალებით ხელს აწერს სხვა პირი სანოტარო მოქმედების შემსრულებელი თანამდებობის პირის თანდასწრებით, იმ მიზეზის აღნიშვნით, რომლის გამოც პირს არ შეუძლია დოკუმენტზე ხელის მოწერა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 ივლისი 2020 წ.

N6834-რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.