საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6818-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 230000000.05.001.019972
6818-რს
14/07/2020
ვებგვერდი, 22/07/2020
230000000.05.001.019972
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.07.2019, სარეგისტრაციო კოდი: 230000000.05.001.019529) 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს ფარგლების გარეთ შესრულებული ინჟინერია, დამუშავება, საკონსტრუქტორო და სამხატვრო-დიზაინერული საქმიანობა, მხაზველობითი სამუშაოები, პროექტები, სქემები, ესკიზები და სხვა სამუშაოები (მომსახურება საქართველოს ფარგლების გარეთ გაწეულად მიიჩნევა, თუ მომსახურების გაწევის ადგილად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის საფუძველზე არ მიიჩნევა საქართველო და ოპერაცია არ ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით უკუდაბეგვრას).“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 ივლისი 2020 წ.

N6818-რს