„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6943-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.020125
6943-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
010100000.05.001.020125
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 12.04.2010, მუხ. 100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. საინფორმაციო რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობა

სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ მათთან დაცული საჯარო ინფორმაციის მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირის სქესის ნიშნით განსხვავებულობის მიუხედავად.“.

2. მე-13 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტების მიერ“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები, მუნიციპალური პროგრამები და გეგმები იმგვარად უნდა შემუშავდეს, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.

3. სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უწევენ ორგანიზაციულ, საინფორმაციო და სხვა სახის დახმარებას მუნიციპალიტეტის ორგანოებს მათ საქმიანობაში დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6943-რს