„ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.141.016313
8
30/06/2020
ვებგვერდი, 02/07/2020
010260020.35.141.016313
„ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2020 წლის 30 ივნისი

ქ. ახალქალაქი 

 

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 22 იანვრის  №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 22 იანვრის  №11  დადგენილებაში   (www.matsne.gov.ge, 29/01/2018,  სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.141.016237)  შეტანილი  შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების დანართის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.მერის წარმომადგენელი არის ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელს საჯარო სამსახურში მიიღებს მერი“.

ბ) დადგენილების დანართის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“

2. მერის წარმომადგენელი სამსახურში მიიღება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არაუმეტეს მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადისა“.

გ) დადგენილების დანართის მე-14 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემეგი შინაარსის:

„გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით და რომელსაც არ უკავია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის გათვალისწინებული თანამდებობები“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.