„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 230150070.22.033.017334
143
29/06/2020
ვებგვერდი, 30/06/2020
230150070.22.033.017334
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №143/№93

2020 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივ ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230150070.22.033.017232) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) დათვალიერების აქტი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2) – სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად შედგენილი აქტი (დანართი №1), რომელშიც აისახება ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები. დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, საბაჟო საწყობის, დროებითი შემოტანის პროცედურებისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ავტომანქანის დეკლარირებისათვის განისაზღვრება ერთი დღით, ხოლო ექსპორტის პროცედურისათვის ან/და რეგისტრაციისათვის – 30 დღით;“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) რომელიც ცარიელი გადაადგილდება თავისი სვლით და საქართველოს საბაჟო ტერიტორიის დატოვების მიზნით წარედგინება საბაჟო გამშვებ პუნქტს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალება მოქცეულია საბაჟო პროცედურაში);“.

3. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული ან დროებით შენახული ავტოსატრანსპორტო საშუალება საექსპერტო შემოწმებისათვის (გარდა იურიდიული პირების მიერ შემოტანილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) და „ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ გამოწერის მიზნით წარუდგინოს სააგენტოს კონტროლის ზონაში (უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გარდა);“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური