„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 384
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 19/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.022098
384
25/06/2020
ვებგვერდი, 26/06/2020
010240030.10.003.022098
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №384

2020 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/09/2018, 010240030.10.003.020784) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების“:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;“.

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის განსაზღვრა და სამინისტროს უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინაცია;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესების კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირთან ასოციირების შესახებ შეთანხმებითა და ასოციირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში;

გ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში;

დ) სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებების, მემორანდუმების, თანამშრომლობის პროგრამებისა და სხვა) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა და საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია;

ე) უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;

ვ) საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვის კოორდინაცია, განხორციელება, მონიტორინგი, პოპულარიზაციის ხელშეწყობა და საზღვარგარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში სამინისტროს მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა;

ზ) პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება, კონკურსების ადმინისტრირება და შესრულების მონიტორინგი;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

ი) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში/დარგებში სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის წარმართვა, კოორდინაცია, განხორციელების ხელშეწყობა, მონიტორინგი და შეფასება;

კ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების/დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კვლევითი საქმიანობის ინიციირება/წარმართვა/კოორდინაცია;

ლ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში/დარგებში ეროვნულ დონეზე არსებული სიტუაციის, საერთაშორისო სტანდარტებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების, ინსტრუქციებისა და მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების შემუშავება;

მ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების/დარგების მიმართულებით სამოქმედო გეგმის შემუშავების კოორდინაცია და გეგმის შესრულების კონტროლი/მონიტორინგი;

ნ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, მის სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირების, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო დახმარება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების მიმართულებით შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით;

ო) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში/დარგებში ინკლუზიური განვითარების (საზოგადოების მარგინალიზებული/მოწყვლადი და ნაკლებად დაცული ჯგუფების ჩართულობის) ხელშეწყობა, ინკლუზიური განათლებისა და ინკლუზიური განვითარების სხვა პროგრამების/პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;

პ) სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;

ჟ) სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ხელშეწყობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგში;

რ) უწყებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების/დარგების მიმართულებით სახელმწიფო სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით;

ს) საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიებისა და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიციირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;

ტ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სტრატეგიების დაგეგმვის, განხორციელების პროცესისა და შედეგების გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის უზრუნველყოფა;

 უ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის 5 ივლისამდე უზრუნველყოს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

მუხლი 3
დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 5 ივლისიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია