დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 380 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 25/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022095 |
|
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. №1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა): ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის: ა.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების (გარდა №1.8 დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურებისა) მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ამასთან:“; ა.ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. №1.8 დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება №1.8 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“; ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების (გარდა დანართ №1.8-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურებისა) დაფინანსება ხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.“; გ) 22-ე მუხლის 82 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „82. №1.1 დანართის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით, №1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.ა.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე №1.4 დანართის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კარდიოქირურგიული მომსახურებების ანაზღაურება ხდება განმახორციელებლის მიერ ნოზოლოგიური ჯგუფებისთვის (დიაგნოზთან შეჭიდული მსგავსი სირთულის შინაარსობრივად ერთგვარი ინტერვენციების დაჯგუფება) დანართ №1.8-ის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში შესაბამისი პროცენტული თანაგადახდისა და წლიური ლიმიტის გათვალისწინებით.“. 2. №1.8 დანართი (პროგრამით გათვალისწინებული კარდიოქირურგია /ინტერვენციული კარდიოლოგია/რითმოლოგიის მომსახურება და შემთხვევის ღირებულებები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1.8 პროგრამით გათვალისწინებული კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგია/რითმოლოგიის მომსახურება და შემთხვევის ღირებულებები
1.
2. დეფიბრილატორების შესყიდვა: ა) ერთ/ორკამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის და რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის შესყიდვა განმახორციელებლის მიერ განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდული საქონელი მიმწოდებელს გადაეცემა უსასყიდლოდ და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან; გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის ნუსხა, სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადაცემისა და განაწილების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით; დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების (მ. შ. ლოჯისტიკის) 2020 წლის ბიუჯეტი შეადგენს 3,500.0 ათას ლარს.“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები