დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-65/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 25/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016764 |
|
,,პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2015, 470230000.22.035.016315) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) რომელსაც მინიჭებული ჰქონდა პერინატალური რეგიონალიზაციის შესაბამისი დონე და ამ ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან საქმიანობის შესაბამისობაში მოსაყვანად და სააგენტოში განაცხადის წარმოსადგენად განესაზღვრა ვადა 2020 წლის 1 მარტამდე, ან პერინატალური რეგიონალიზაციის შესაბამისი დონის მოქმედების ვადა ეწურება 2020 წლის 1 ივლისამდე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან საქმიანობის შესაბამისობაში მოსაყვანად და სააგენტოში განაცხადის წარმოსადგენად განესაზღვროს ვადა 2020 წლის 1 აგვისტომდე და პერინატალური რეგიონალიზაციის დონის განმეორებით მინიჭების ბოლო ვადად განესაზღვროს 2020 წლის 1 ოქტომბერი.“.
|
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები