„2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის N1-1/600 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის N1-1/600 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/225
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 20/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 300320000.22.024.016647
1-1/225
20/06/2020
ვებგვერდი, 23/06/2020
300320000.22.024.016647
„2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის N1-1/600 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/225

2020 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

 

„2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის № 1-1/600 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/12/2019, 300320000.22.024.016615) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი“ ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა