დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 20 მარტის №01-20/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-69/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280080020.22.035.016763 |
|
„რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების განსაზღვრის შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 20 მარტის №01-20/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების განსაზღვრის შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 20 მარტის №01-20/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 20/03/2014; 280080020.22.035.016251) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:‘‘. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული ,,რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობების‘‘ მე-2 მუხლის „ე-ვ‘‘ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ვ) სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეული – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო;‘‘. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები