„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 18/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016378
28
18/06/2020
ვებგვერდი, 26/06/2020
300280000.16.009.016378
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №28

2020 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში (სსმ III, 22.09.2008, №140, მუხ. 1385, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) 25-ე მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოადგენს საცალო მომხმარებლის ან საცალო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში (მათ შორის, საკუთრების, იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით) არსებული განახლებადი ენერგიის წყაროს, რომელიც უკავშირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს, საცალო მომხმარებლის შიდა ქსელზე ან უშუალოდ გამანაწილებელ ქსელზე დაერთებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს. დაუშვებელია პირი ერთდროულად სარგებლობდეს როგორც მიკროსიმძლავრის, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსით.“;

ა.ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. საცალო მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური უნდა იყვნენ ერთი და იმავე განაწილების ლიცენზიატის ქსელზე მიერთებული. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის, საცალო მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის ყველა წევრის ინდივიდუალური მრიცხველი წარმოადგენს საცალო მომხმარებლის ან ამ მომხმარებელთა ჯგუფის ელექტროენერგიის მოხმარების ადგილს. მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის ყველა წევრის მოხმარებული და წარმოებული კილოვატსაათების დარიცხვა უნდა ხდებოდეს ერთსა და იმავე დღეს.“;

ა.გ) 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. მომხმარებელთა ჯგუფის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ერთობლივად ფლობის შემთხვევაში, მომხმარებელთა ჯგუფთან ანგარიშსწორება ხდება თითოეულ მომხმარებელსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურთან მოწყობილი ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მეშვეობით, ისე, რომ ჯგუფის ყველა წევრის მიერ მოხმარებული და წარმოებული კილოვატსაათების დარიცხვა განხორციელდეს ერთსა და იმავე დღეს აღებული მონაცემების საფუძველზე. აღნიშნული აღრიცხვის კვანძები წარმოადგენს ამ მომხმარებელთა ჯგუფის საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძებს, ხოლო ამ მომხმარებლებზე ქვითარი გამოიწერება ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.“;

ბ) 251 მუხლის:

ბ.ა) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება 500 კილოვატს;“

ბ.ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) შეუძლებელია, განაწილების ლიცენზიატის მიერ გამოყენებული დისტანციური აღრიცხვის სისტემის საშუალებით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა.“;

ბ.გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „61“ ქვეპუნქტი:

„61. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიერთების მსურველის განაცხადის დახარვეზების შემდეგ, განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, მიერთების მსურველი უფლებამოსილია, ახალი განაცხადით თვითონ იკისროს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დისტანციური აღრიცხვის სისტემისათვის საჭირო კავშირის უზრუნველყოფა.“;

ბ.დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს როგორც არსებული მომხმარებლის, ასევე მიერთების მსურველის (ახალი მომხმარებლის) მიერ. შესაბამისად მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის მსურველმა მოთხოვნის შესაბამისად უნდა გადაიხადოს:

ა) არსებული მომხმარებლის შიდა ქსელში დაერთების შემთხვევაში – დანართით №7 განსაზღვრული „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“;

ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში – დანართით №4 გათვალისწინებული „0,220კვ, 0,380 კვ, და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური“ და დანართით №7 განსაზღვრული „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“;

გ) მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის მოთხოვნის შემთხვევაში (დისტანციური აღრიცხვის სისტემის მოწყობისთვის)   დანართით №7 განსაზღვრული „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომხმარებელი მიერთებულია საერთო სატრანსფორმატორო პუნქტის დაბალი ძაბვის მხარეს ან გააჩნია დისტანციური აღრიცხვის სისტემა;

დ) სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდას, შიდა ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობისას, ან უშუალოდ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის, ან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლის სიმძლავრის გაზრდას   სიმძლავრის გაზრდაზე ამ წესებით გათვალისწინებული საფასური.“;

ბ.ე) მე-8 პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. თუ ელექტროსადგური უკვე მიერთებულია გამანაწილებელ ქსელზე და გააჩნია დისტანციური აღრიცხვის სისტემა, ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასური მასზე არ ვრცელდება.“;

ბ.ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ან/და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მომხმარებლად რეგისტრაციის მსურველი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება უნდა განხორციელდეს:

ა) არსებული მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შიდა ქსელის გავლით გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში – დანართით №7 განსაზღვრულ ვადაში;

ბ) ახალი მომხმარებლის მიერთების ან სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შიდა ქსელის გავლით გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნას – იმ ვადაში, რა ვადაც განსაზღვრულია ამ წესებით, ახალი მომხმარებლის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის შესაბამის მომსახურებაზე;

გ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში – დანართით №4 განსაზღვრულ ვადაში;

დ) მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის მოთხოვნის შემთხვევაში (დისტანციური აღრიცხვის სისტემის მოწყობისთვის) –  დანართით №7 განსაზღვრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი მიერთებულია საერთო სატრანსფორმატორო პუნქტის დაბალი ძაბვის მხარეს ან გააჩნია დისტანციური აღრიცხვის სისტემა, ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს 10 სამუშაო დღის ვადაში;“;

ბ.ზ) მე-9 პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. თუ განაწილების ლიცენზიატი, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადთან ერთად ან მის მიერთების პროცესში, მიიღებს მომხმარებლის მოთხოვნას მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის შესახებ, აღნიშნული მოთხოვნის შესრულების ვადის ათვლა დაიწყება განაცხადში მოცემული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების დასრულების თარიღიდან.“;

გ) 26-ე მუხლს 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12 . გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება 500 კილოვატის და ნაკლები დადგმული სიმძლავრის მქონე ელექტროსადგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივლისიდან.

კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია