დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 3 აპრილის №18 ბრძანებით დამტკიცებული ”მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქცია”-ში” ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 43 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
მიღების თარიღი | 17/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 290160000.60.072.016051 |
43
17/06/2020
ვებგვერდი, 18/06/2020
290160000.60.072.016051
„მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 3 აპრილის №18 ბრძანებით დამტკიცებული ”მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქცია”-ში” ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
|
„მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 3 აპრილის №18 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციაში” ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის დადგენილება №102-ის თანახმად დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 3 აპრილის №18 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის“ პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:
„11. ამ ინსტრუქციის მე-3 და მე-4 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება ისეთ სადაზღვევო პროდუქტზე, რომელიც მოიცავს დაზღვეული რისკებისა და გამონაკლისების მცირე ჩამონათვალს, სადაზღვევო მომსახურების მიღების მარტივ და მოქნილ წესს. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული მახასიათებლების მქონე სადაზღვევო პროდუქტის მიწოდების დაწყებამდე, მზღვეველი ვალდებულია აცნობოს სამსახურს და შეტყობინებას დაურთოს შესაბამისი დაზღვევის ხელშეკრულების ნიმუში (დაზღვევის სტანდარტული პირობები).“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები