დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-61/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016760 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 470230000.22.035.016481) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (მინდობით აღზრდის წესი): |
1.
მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:
„ი) სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო; კ) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო – სააგენტოს ტერიტორიული ერთეული.“. |
2.
მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა–ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შემთხვევაში, მინდობით აღსაზრდელის მიერ ოჯახის დატოვებიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ, ასევე, „ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დროებითი გაყვანის ვადა აღემატება 2 კვირას, დროებითი გაყვანის ვადის დარღვევის შესახებ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ინფორმაციის მიღებისთანავე, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინდობით აღსაზრდელის დაკავების შესახებ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ინფორმაციის შესვლისთანავე, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას, საბჭოზე/საბჭოს თავმჯდომარესთან წარდგენის მიზნით. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, საბჭომ/საბჭოს თავმჯდომარემ ამ მუხლით დადგენილი წესის თანახმად, უნდა შეაჩეროს მინდობით აღზრდის ანაზღაურების გაცემა, სოციალური მუშაკის დასკვნის წარდგენის თარიღიდან, ნათესაური მინდობით აღზრდის შემთხვევაში კი – სოციალური მუშაკის დასკვნის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“. |
3.
მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2018 წლის 1 იანვრამდე დარეგისტრირებული მინდობით აღმზრდელები ითვლებიან რეგისტრირებულად, ამ წესის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნულმა პირებმა 2021 წლის 1 იანვრამდე, უნდა გაიარონ სავალდებულო მოსამზადებელი კურსი და შესაბამისი სერტიფიკატი წარუდგინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ერთეულს.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები