„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/06/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.148.016617
27
12/06/2020
ვებგვერდი, 16/06/2020
010260000.35.148.016617
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2020 წლის 12 ივნისი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის   №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017; 010260000.35.148.016404) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქვახვრელი, უფლისციხე);“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ც“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) ატენის  ადმინისტრაციული   ერთეული  (სამოქმედო  ტერიტორია  –  სოფლები:  ატენი,  წედისი,  ბნავისი, ოლოზი, ღვარები, ხანდისი, იკვნევი, ზემო ქსოვრისი, ველები);“

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დაინტერესებული    პირის   განცხადების   საფუძველზე   შეისწავლის   მის   სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ ფაქტს და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას წარუდგენს გორის მუნიციპალიტეტის მერს.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე