„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 359
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022073
359
11/06/2020
ვებგვერდი, 12/06/2020
300160070.10.003.022073
„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №359

2020 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

 

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017645) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამრეწველო და შიდა წყალსატევებში თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ხოლო სანაპირო და პალიასტომის ტბასა და მის მოსაზღვრე წყლის სივრცეში ე. წ. ნათხარებში მოქცეულ ფართობზე (შემდგომში  – პალიასტომის ტბა და ნათხარები) თევზჭერა, ასევე  კარწახის ტბაზე კიბოსნაირების, კარჩხანისა და ფსევდორასბორის მოპოვება დასაშვებია მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „პ.ა“ – „პ.გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ამ მუხლით განსაზღვრული თევზჭერის ვადების შეზღუდვები არ ვრცელდება პალიასტომის ტბასა და ნათხარებში კეფალისებრთა ოჯახის სახეობების, ასევე კარწახის ტბაში კიბოსნაირების, კარჩხანისა და ფსევდორასბორის მოპოვებაზე, რომელიც დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.“.

4. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) კიბოსნაირების რეწვა დასაკეცი მართკუთხა მახეებით (ე. წ. „გარმონების“) კარწახის ტბაში, რომლის სიგრძე 50 მ-ზე მეტია, ბადის უჯრის ზომა − 20 მმ-ზე ნაკლები, სიმაღლე/სიგანე  − 60 სმ-ზე მეტი;“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.