„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს დებულებისა და საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 8 ივნისის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 131
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 260000000.22.033.017329
131
12/06/2020
ვებგვერდი, 15/06/2020
260000000.22.033.017329
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს დებულებისა და საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 8 ივნისის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება   №131

2020 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს დებულებისა და საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 8 ივნისის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს დებულებისა და საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 8 ივნისის №188 ბრძანებით (ვებგვერდი, 09/06/2017, სარეგისტრაციო კოდი 260000000.22.033.016983) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ზეპირი სხდომის გარეშე საბჭოს უფლებამოსილების განხორციელება

1. საბჭო უფლებამოსილია ზეპირი სხდომის გარეშე, ელექტრონული საშუალებებით განახორციელოს თავისი უფლებამოსილება.

2. საბჭო უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს/ზეპირი მოსმენა გამართოს დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი