„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6302-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 170000000.05.001.019892
6302-IIს
12/06/2020
ვებგვერდი, 26/06/2020
170000000.05.001.019892
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ციფრული მმართველობის სააგენტოს ნოტარიუსის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებების შესახებ ელექტრონულ სანოტარო რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერების საფუძველზე აწვდის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული გარიგებების თაობაზე ინფორმაციას (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – საჯარო სამსახურის ბიუროსთვის გადასაცემად, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 18​1 მუხლითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

12 ივნისი 2020 წ.

N6302-IIს